|
2023-09-27 10:42:16, 731 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ზურაბიშვილი შეგნებულად გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას
პრეზიდენტი ამბობს, რომ კი, არღვევს კონსტიტუციას, ფაქტობრივად, აღიარება გამოდის, მაგრამ ამას აკეთებს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ეს არის მორიგი საბაბი იმისთვის, რომ ქვეყანა გაიყვანონ კონსტიტუციური ჩარჩოდან და მოხდეს პროცესების რადიკალიზაცია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა. მისი თქმით, კონსტიტუციის დარღვევის მთავარ საბაბად სალომე ზურაბიშვილიც კანდიდატის თემას იყენებს. „რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს და მის მიერ კონსტიტუციის უხეშად დარღვევას, ესეც ამ სცენარის ნაწილია და აქაც მთავარ საბაბად კონსტიტუციის დარღვევისთვის სალომე ზურაბიშვილიც იყენებს კანდიდატის თემას. სადაც არ უნდა წახვიდე, როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან რადიკალური ოპოზიცია თავის სალომე ზურაბიშვილით უკვე, ისინი საბაბად ყოველ ჯერზე იყენებენ სწორედ კანდიდატის თემას. ამ შემთხვევაშიც, ის ამბობს, რომ კი, არღვევს კონსტიტუციას, ფაქტობრივად, აღიარება გამოდის, მაგრამ ამას აკეთებს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ეს არის მორიგი საბაბი იმისთვის, რომ ქვეყანა რაღაცნაირად გაიყვანონ კონსტიტუციური ჩარჩოდან და მოხდეს პროცესების რადიკალიზაცია ჩვენს ქვეყანაში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება მიმდინარე ვიზიტებს, ირაკლი კობახიძის თქმით, "ესეც ამის მორიგი გამოხატულებაა". "გამომდინარე იქიდან, რომ კონსტიტუციური ჩარჩოდან არის გასული სალომე ზურაბიშვილი, ამას შეიძლება ვუწოდოთ კერძო ვიზიტი, მაგრამ სინამდვილეში ის კვლავაც უხეშად არღვევს კონსტიტუციას და ე.წ. ოფიციალურ სამუშაო ვიზიტებს ახორციელებს. პროტოკოლის ყველა წესის დაცვით ხორციელდება ეს ვიზიტები, აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი შეგნებულად გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ეს არის განგრძობითი პროცესი, რაც მან დაანონსა, თქვა, რომ უხეშად კონსტიტუციის დარღვევას განაგრძობს, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



