|
2023-09-26 23:44:55, 786 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - სალომე ზურაბიშვილი რჩება პრეზიდენტად, რომელმაც დაარღვია კონსტიტუცია და ის ამ თანამდებობის ღირსი არ არის
სისტემისთვის და მათ შორის, მმართველი გუნდისთვის სალომე ზურაბიშვილი რჩება პრეზიდენტად, რომელმაც უხეშად, არაერთგზის, დაარღვია კონსტიტუცია და ჩვენთვის არ არის ღირსი პრეზიდენტი, ამ თანამდებობის ღირსი პირი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა. კობახიძის თქმით, როდესაც საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, “სალომე ზურაბიშვილი საბოტაჟს ეწევა, როდესაც აცხადებს, რომ ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს” „ვხედავთ, რომ ის ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობს დააზიანოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. როდესაც კანდიდატის სტატუსის მოლოდინში ვართ, სალომე ზურაბიშვილი პრაქტიკულად რეგულარულად საუბრობს იმაზე, რომ მხოლოდ ფორმალურად სრულდება ევროკავშირის მოთხოვნები, შესაბამისად, გამოდის, რომ არ ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს და ა.შ., ეს პირდაპირ ნიშნავს საბოტაჟს. ანუ, ვართ კონკრეტული სტატუსის მოლოდინში, რის გარშემოც ლამის არიეს ეს ქვეყანა წელიწად ნახევარია და ამ ფონზე, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ რეალურად ჩვენ არ უნდა მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. სხვას არაფერს ნიშნავს მისი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს. ასეთი რამ სოროსის ფონდსაც კი არ უთქვამს. ორი პუნქტი სოროსის ფონდმაც კი ჩაგვითვალა შესრულებულად. ფორმალურად ასრულებსო სოროსის ფონდიც კი არ ამბობს და ამას ამბობს სალომე ზურაბიშვილი. პირდაპირ გამოვიდა პარლამენტის ტრიბუნიდან და ეს განაცხადა. თუ მხოლოდ ფორმალურად ვასრულებთ, როგორ შეიძლება კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭოს და როცა ამ გზავნილით დადის ევროკავშირის ქვეყნებში, რა თქმა უნდა ეს პირდაპირ არის იმის საბოტაჟი, რაც დაკავშირებულია ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან. პირველ რიგში, კანდიდატის სტატუსის მიღება მთავარია იმიტომ, რომ დამშვიდდეს ეს ქვეყანა“, - აღნიშნა კობახიძემ. კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ “თუ ვინმეს არ უნდა, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს სწორედ ის ძალებია, რომელსაც სურთ რადიკალიზაციის გაგრძელება”. "კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კანდიდატის სტატუსი გამოიყენება წელიწად ნახევარია რადიკალიზაციისთვის და თუ ვინმეს არ უნდა, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს სწორედ ის ძალებია, რომელსაც სურთ რადიკალიზაციის გაგრძელება. ეს რომ რადიკალურ ოპოზიციას უნდა ეს გასაგებია, ამისთვის იღვწიან, მაგრამ ამაში თუ ასე ცხადად და ღიად ჩაერთვებოდა სალომე ზურაბიშვილი, ბევრს არ ჰქონდა ამის მოლოდინი, ჩვენ გვქონდა გარკვეული ინფორმაცია ამ ყველაფერზე და საბოლოო ჯამში ასეც მოხდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



