|
2023-09-26 12:25:07, 657 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - გუბაზ სანიკიძის შეფასებისგან თავს შევიკავებ - ოპოზიციის წარმომადგენლები ემსახურებიან კონკრეტულ ადამიანებს
ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელია და მათ პატრიოტიზმის შეგრძნება არ გააჩნიათ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის ინტერესს ატარებს, რის გამოც, ოპოზიციისგან კრიტიკა მუდმივ რეჟიმში ისმის. „გუბაზ სანიკიძის შეფასებისგან თავს შევიკავებ. როგორ შეიძლება შეაფასო გუბაზ სანიკიძე? თავისი წარსულიდან და ქმედებებიდან გამომდინარე, არ გავაკეთებ კომენტარს. რაც შეეხება მეორე ფრონტს, პირდაპირი მოწოდებები ისმოდა ამასთან დაკავშირებით, თუმცა ის, რაც აზერბაიჯანში ხდება და იქ მიღებული გადაწყვეტილებები, რადიკალურად განსხვავდება ჩვენი ახლანდელი მდგომარეობისა და ზოგადად, პოლიტიკური ვითარებისგან... ის განცხადებები, რომელთაც ვისმენდით ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, ჩვენ არ მოგვიგონია. ამაზე კეთდებოდა კონკრეტული განცხადებები, რომლებიც მიმართული იყო იმისკენ, რომ საქართველო, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ჯარისკაცები გამოყენებული ყოფილიყო რომელიღაც ქვეყნის მიზნების განსახორციელებლად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვის ყველაზე მთავარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა და ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა მოვახერხოთ მშვიდობით, ძლიერი ეკონომიკით, განათლებით, განვითარებითა და გონიერებით. დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ატარებს ამ ქვეყნის ინტერესს, იცავს მშვიდობას, არ უერთდება სანქციებს, რადგან ამით ჩვენ დავზარალდებით, თუმცა ეს ვიღაცებისთვის არაა მისაღები, იმიტომ, რომ მათ არ ჰყავთ დასაყრდენი ადამიანები, რომელთაც რაღაცას უბრძანებენ - შეიძლება ეს ქვეყნისთვის დამანგრეველი, დამაზიანებელი იყოს, მაგრამ მაინც უნდა გააკეთონ“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით, ოპოზიციონერი ლიდერები კონკრეტულ ქვეყანას ემსახურებიან და საქართველოს წინააღმდეგ ყველაფერს გააკეთებენ. „მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებული მოწოდებებით, ხელისუფლების ჩამოგდებით, დამხობით, რა თქმა უნდა, აქვთ სურვილი, რომ შეძლონ, საქართველოს მთავრობაში ჰყავდეთ თავიანთი აგენტები, წარმომადგენლები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ, თუნდაც ქვეყნის წინააღმდეგ, რაც მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს. სამშობლო, პატრიოტიზმი რას ნიშნავს, ცნება საერთოდ არ იციან. ისინი ემსახურებიან კონკრეტულ ადამიანებს, ქვეყანას და მათგან ყველაფერია მოსალოდნელი. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად, ქვეყნის მოსახლეობასთან, რათა საქართველოში მშვიდობა შენარჩუნდეს და ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდეს“, - დასძინა კალაძემ.
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



