|
2023-09-22 18:56:13, 935 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი გომელაურს - რომ ამბობთ მაშველები გმირები არიანო, რატომ ცივათ, შიათ და თქვენ როგორ იყიდეთ 547,000 ლარად სახლი?
გმირები არიანო მაშველებზე რომ იძახით, ამ გმირებს რატომ ცივათ, რატომ სწყურიათ, რატომ შიათ და თქვენ როგორ იყიდეთ 547,000 ლარად სახლი?, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ინტერპელაციაზე იმყოფება. ხაბეიშვილი გომელაურს მიმართავს და აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრისთვის "კორუფცია არის სამარკო ნიშანი" "რომ ამბობთ, რომ მაშველები გმირები არიანო - დიახ, გმირები არიან და ბატონო ვახტანგ, ფარად რომ გამოიყენეთ მაშველები, ხელზე ეს ხალხი იღებს 1,000 ლარს - 400 ლარს ტოვებს სესხში, მერე გადაიხდიან კომუნალურებს და გმირები არიანო რომ იძახით, ამ გმირებს რატომ ცივათ, რატომ სწყურიათ, რატომ შიათ და თქვენ როგორ იყიდეთ 547,000 ლარად სახლი? ნახევარ მილიონ ლარად როგორ მოახერხეთ, ვარკეთილში ცხოვრობდით პირველ მიკრო-რაიონში, წლებია კაცს აღარ უნახიხართ იქ. ბევრი ფული იშოვეთ და გაიქეცით აქედან. ასეთ რამეებზე რომ ლაპარაკობთ, კორუფცია არის თქვენი სამარკო ნიშანი", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



