|
2023-09-20 14:46:42, 778 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - შევიკრიბოთ 19:00 საათზე პარლამენტთან, რათა საქართველოში რუსული ჯაშუშური ქსელი დავასრულოთ
მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, შევიკრიბოთ 19:00 საათზე პარლამენტთან, რათა დავასრულოთ რუსული ჯაშუშური ქსელი საქართველოში,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა პარლამენტში დეპუტატებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ აღნიშნა, დღეს საკანონმდებლო ორგანოში მმართველი პოლიტიკური გუნდი რუსეთის აგენტ ოთარ ფარცხალაძეს იცავდა. „ყველამ კარგად უნდა იცოდეს და ყველამ ნახა, რომ „ეფესბეს“ აგენტის, ოთარ ფარცხალაძის დამცველები საკუთარ თავს იცავდნენ, რადგან არიან მხილებულები და არიან ეჭვმიტანილები. ამიტომ, ყველა ადამიანი, ვინც ხელს იქნევდა, ვინც აქტიურობდა ფარცხალაძის დაცვაში, ეს ადამიანები ჩართულები არიან ჯაშუშურ საქმიანობაში, საქართველოს ღალატში და ამიტომაც, დღეს, ფაქტობრივად, საკუთარი სახე აჩვენეს, როცა „ეფესბეს“ აგენტს ფარცხალაძეს იცავდნენ საქართველოს პარლამენტში... ჩვენ არაფრის არ გვეშინია. მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, 19:00 საათზე შევიკრიბოთ რუსთაველზე იმისთვის, რომ მათ შორის სამოქმედო გეგმაზე შევთანხმდეთ ყველა ერთად. ძალიან რთული ბრძოლა გველოდება და მნიშვნელოვანია, თითოეული საქართველოს მოქალაქის ჩართულობა",- განაცხადა ხაბეიშვილმა.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



