13:47 - 31 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-19 17:36:53, 747 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - არ შეიძლება, ადამიანს დაუძახო აგენტი

არ შეიძლება, ადამიანს დაუძახო აგენტი,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ყოფილ მთავარ პროკურორზე, ოთარ ფარცხალაძეზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, იმისთვის, რომ პირის აგენტობა დადგინდეს, მტკიცებულებებია საჭირო.

"როდესაც საქართველოს მოქალაქე ხდება უცხო ქვეყნის აგენტი, განსაკუთრებით იმ სახელმწიფოს აგენტი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიის 20%, ეს ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, არის სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ ასეთ დროს ხდება რა? ასეთ დროს წარმოებს შესწავლა, გამოძიება, შემდეგ საქმე მიდის სასამართლოში და თუ დადგინდება, რომ პირი მართლაც არის აგენტი, ამას სჭირდება მტკიცებულებები, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იღებს შესაბამის ზომებს. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებები. არ შეიძლება, ადამიანს დაუძახო აგენტი.

სალომე ზურაბიშვილმაც პრაქტიკულად იგივე გაიმეორა, ვიღაცას ეძახის აგენტს და მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილს ეძახდნენ "სტრეკაზას" კონკრეტული ადამიანები...

ქართულ საზოგადოებას ეუბნებიან, რომ არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ჯაშუშურ საქმიანობას აწარმოებს რუსეთის სასარგებლოდ საქართველოში. საზოგადოებას ხომ არ შეიძლება დაუმალო ეს ინფორმაცია, არასწორია უბრალოდ. ამიტომ, რაზეა საუბარი, ჰო? არ შეიძლება, ადამიანს დაუძახო აგენტი, ვიდრე არ არსებობს მტკიცებულებები, ვიდრე არ არსებობს განაჩენი. ამ სტანდარტზეა საუბარი, მეტი არაფერზე. ეს აღიზიანებს ოპოზიციას",- თქვა კობახიძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების აღვირახსნილი კორუფცია და თავისუფლებაზემყოფი ბიუჯეტის ქურდები
გაზრდილი მშპ და კატასტროფული ინფლაცია - ეკონომიკის მადგომარეობა 2025 წელს
ხვალიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება
2025 წელი - რეჟიმის მიერ მტრად გამოცხადებული მედია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი