2023-09-19 15:51:13, 350 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეა - როგორც ვიცი, იუსტიციას დაწყებული აქვს საკითხის შესწავლა
![]() დღემდე ოთარ ფარცხალაძე არის საქართველოს მოქალაქე,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, არ იცის, არის თუ არა ფარცხალაძე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, საკითხს კი, იუსტიციის სამინისტრო სწავლობს. "დღემდე ოთარ ფარცხალაძე არის საქართველოს მოქალაქე... ყველაფერი შეიძლება იქნეს შესწავლილი, მაგრამ ჩვენ ვამბობთ რას, რომ საქართველოს მოქალაქის მიმართ ვერ გავრცელდება ის რეჟიმი, რაც შეიძლება გავრცელდეს არამოქალაქის მიმართ. მე როგორც ვიცი, იუსტიციის სამინისტროსაც აქვს დაწყებული მოქალაქეობის საკითხის შესწავლა",- განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, 14 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. "სანქცირებულებს შორის ასევე არის ქართველ-რუსი ოლიგარქი. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, რუსეთის ფედერალური უსაფრხოების სამსახური მუშაობდა ამ ოლიგარქთან, რათან მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ", - დაწერა გამოცემა Associated Press-მა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით. 15 სექტემბერს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების ირგვლივ საკითხის შესწავლა მიმდინარეობს. გუშინ, 18 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ქართულმა ბანკებმა ფარცხალაძეს ყველა ანგარიში გაუყინეს, შეჩერებულია გადარიცხვები. სებ-ის განცხადების თანახმად, ყოფილ მთავარ პროკურორს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით, ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა. რაც შეეხება მოქალაქეობის საკითხს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა აქვს მიღებული. კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს მოქალაქე მოქალაქეობას კარგავს, თუ ის სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებს (გარდა იმ შემთხვავისა თუ პირს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა ან მიღებული აქვს თანხმობა მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე). დღეს, 19 სექტემბერს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ფარცხალაძის მოქალაქეობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დოკუმენტი არ გადაგზავნილა.
ფინეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს
თორნიკე რიჟვაძე უხვი ნალექის შედეგად მიყენებულ ზარალს და გზების წმენდის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო
პოდოლიაკი - პარტნიორები ამბობენ, რომ უკრაინისთვის იარაღის მიცემა ძვირია, თუმცა არ ამბობენ მთავარს - ხვალინდელი შედეგები უფრო ძვირი იქნება
პრემიერი - გერმანიის მხარდაჭერას, საქართველოს სუვერენიტეტისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხისადმი ვაფასებთ
|
ომი უკრაინაშიფინეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს
![]() პოდოლიაკი - პარტნიორები ამბობენ, რომ უკრაინისთვის იარაღის მიცემა ძვირია, თუმცა არ ამბობენ მთავარს - ხვალინდელი შედეგები უფრო ძვირი იქნება
![]() ბაიდენის თანხმობის შემდეგ, აშშ უკრაინაში ATACMS რაკეტებს გაგზავნის
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
![]() სუს-ი „კანვასთან“ დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი თემა
|