|
2023-09-15 15:27:38, 795 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ფარცხალაძეზე - პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე დასანქცირდა - ყველაფერს გამოძიება დაადგენს
პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე დასანქცირდა“,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. კალაძის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხის შესწავლა დაიწყო და გამოძიება ყველაფერს დაადგენს. „პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე დასანქცირდა. აქამდე მსგავსი არაფერი ყოფილა. დღეს მოვისმინეთ განცხადებები მოკვლევასთან დაკავშირებით. იცით, რომ ჩვენ რუსეთისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ ვუერთდებით, თუმცა ყოველთვის ვითვალისწინებთ, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის. ამისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება და იმ შეხვედრებზე, რომლებიც შემდგარა ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებთან, მადლობებიც კი მიგვიღია. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ოთარ ფარცხალაძე უწყებაში წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია, საჯარო სექტორში აღარ საქმიანობს. „ოთარ ფარცხალაძე სისტემაში წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა. მე მგონი, ის უკვე 9-10 წელია საჯარო სამსახურში არ საქმიანობს, დაკავებულია კერძო საქმეებითა და ბიზნესებით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა დაწყებულია და, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ყველა შემთხვევაში. პარტნიორებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, ასევე ისიც, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციებზე გვერდის ავლისთვის. ჩატარდება მოკვლევა და ყველაფერი ობიექტურად გაირკვევა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



