|
2023-09-15 12:01:51, 755 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ერთადერთი სუბიექტი, ვინც გავლენას ახდენს ხელისუფლებაზე, ქართველი ხალხია
ერთადერთი სუბიექტი, ვინც გავლენას ახდენს ხელისუფლებაზე, ეს არის ქართველი ხალხი,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, საქართველოზე გავლენების მოხდენას სხვადასხვა დროს სხვადასხვა ჯგუფები თუ სახელმწიფოები ცდილობდნენ. "ერთადერთი სუბიექტი, ვინც გავლენას ახდენს ხელისუფლებაზე, ეს არის ქართველი ხალხი და ამას ხედავს ქართველი ხალხი. რა თქმა უნდა, არის ბევრი აქტორი, რომელიც ცდილობს, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე მოახდინოს გავლენა, ეს არ არის მხოლოდ რუსეთი და ჩვენ ვხედავთ, რომ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, არის საქართველოზე გავლენის მოხდენის მცდელობა, ზეწოლა. სააკაშვილის თემაზეც, ხომ ხედავთ რამხელა ჯგუფებია ჩართული, რომ გავლენა მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე. საქართველოზე ასეთი გავლენების მოხდენას სხვადასხვა დროს სხვადასხვა ჯგუფები თუ სახელმწიფოები ცდილობდნენ. თუმცა, სწორედ ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სიძლიერე, რომ ერთადერთი სუბიექტი, ვინც მასზე ახდენს გავლენას, არის ქართველი ხალხი. სწორედ ამას რომ ხედავს ქართველი ხალხი, იმიტომაცაა, რომ უკვე მესამეჯერ, არის „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში",- განაცხადა პაპაუაშვილმა.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



