21:09 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-13 15:36:28, 835 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვა - ინფორმაცია, რომელიც შეეხება აშშ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების თემას, სრულ სიცრუეს წარმოადგენს

აშშ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების თემასთან დაკავშირებით მედიაში გასული ინფორმაცია შინაარსობრივად წარმოადგენს სრულ სიცრუეს,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყება მოუწოდებს საზოგადოებას, მხოლოდ გადამოწმებულ ინფორმაციას დაეყრდნონ.

"თავდაცვის სამინისტრო ეხმიანება მედიაში გასულ ინფორმაციას, რომელიც შეეხება აშშ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების თემას და შინაარსობრივად წარმოადგენს სრულ სიცრუეს.

აღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება პოლიტიკურად მიკერძოებული პირის მიერ, რომელიც შემდგომ ცალკეული მედიასაშუალებებისა და პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მიერ გამოყენებულია დეზინფორმაციული კამპანიის საწარმოებლად.

მოვუწოდებთ საზოგადოებას, დაეყრდნონ გადამოწმებულ ინფორმაციას, განსაკუთრებით ასეთი მნიშვნელობის თემატიკის განხილვისას",- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის,"მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ჩამოსულ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე უარი უთხრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics