14:50 - 27 Jul, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-12 17:22:09, 490 ნახვა

სამართალი
შსს-მ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 46 პირი დააკავა, მათ შორის 36 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, აჭარის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 46 პირი დააკავეს, მათ შორის 36 ნარკორეალიზატორია. აღნიშნულის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კუპატაძის თქმით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უკრაინის, რუსეთის, ეგვიპტის, ნიგერიის, ირანის, იემენის და იორდანიის მოქალაქეები.

„ნარკოტიკების უკანონო გასაღების და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1982 წელს დაბადებული ი.თ., 1995 წელს დაბადებული ლ.ს., 2000 წელს დაბადებული ნ.გ., 1991 წელს დაბადებული ე.მ., 1983 წელს დაბადებული დ.მ., 1978 წელს დაბადებული პ.ს., 1979 წელს დაბადებული ჯ.გ., 1990 წელს დაბადებული დ.ტ., 2001 წელს დაბადებული ე.ა., 1984 წელს დაბადებული მ.ა., 1973 წელს დაბადებული ა.ხ., 1999 წელს დაბადებული ა.ა., 1985 წელს დაბადებული ბ.ხ. და 2001 წელს დაბადებული ს.ნ.

წარსულში ნასამართლევი -1984 წელს დაბადებული მ.ა., 1990 წელს დაბადებული დ.ბ., 1985 წელს დაბადებული გ.ხ., 1995 წელს დაბადებული ო.მ., 1987 წელს დაბადებული გ.კ., 1986 წელს დაბადებული რ.ნ., 1972 წელს დაბადებული ზ.თ., 1979 წელს დაბადებული გ.ბ., 1974 წელს დაბადებული ა.ბ., 1984 წელს დაბადებული ა.კ., 1996 წელს დაბადებული ს.ა., 2002 წელს დაბადებული ლ.ვ., 1987 წელს დაბადებული რ.ა., 1999 წელს დაბადებული ტ.ტ.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1965 წელს დაბადებული ი.დ., 1999 წელს დაბადებული ფ.ლ., 1991 წელს დაბადებული ჰ.მ., 1989 წელს დაბადებული მ.ა., 2001 წელს დაბადებული მ.ს., 1988 წელს დაბადებული ი.ი., 1996 წელს დაბადებული მ.თ. და წარსულში ნასამართლევი, 1976 წელს დაბადებული ნ.დ..

ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1963 წელს დაბადებული ზ.ღ., 1986 წელს დაბადებული გ.ვ., 1980 წელს დაბადებული ა.ხ., 1970 წელს დაბადებული გ.ჯ., 2003 წელს დაბადებული რ.ა., 1971 წელს დაბადებული ბ.ქ., 1974 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ე.თ., 1993 წელს დაბადებული ბ.თ. და უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1985 წელს დაბადებული რ.ფ., 1991 წელს დაბადებული ვ.ხ.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

ნივთმტკიცებად ამოღებულია, სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: „ჰეროინი“, „მეტადონი“, „ბუპრენორფინი“, „ალფა პვპ“, „ლირიკა“, „კეტამინი“, „მეტამფეტამინი“, „LSD“, „მარიხუანა“, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“, ასევე, ელექტრო სასწორები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზატორთა მოქმედი ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა. ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყვნენ უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები.

დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემებში იყვნენ ჩართული. კერძოდ, ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით, შემდგომში რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ლოკაციებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რასაც შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით უგზავნიდნენ ნარკოტიკის შეძენით დაინტერესებულ პირებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 261-ე, 263-ე, 265-ე, 273-ე, 273-ე პრიმა და 19-273 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“,- განაცხადა კუპატაძემ.

 








ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ჰარისის მოწოდებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის მიმართ უპატივცემულობა უწოდა
ფერადი შოუ წვიმაში: 2024 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია პარიზში
ვაშაძე: დიახ, ჩვენ ვაპირებთ რუსეთთან ვაჭრობის გაგრძელებას
რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ, ონკოლოგიური პაციენტებისთვის, პრეპარატების კლინიკაში უზრუნველყოფა უკვე დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics