|
2023-09-12 14:39:39, 791 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - კუბილიუსები და მსგავსი ტიპაჟები საქართველოს მტრები არიან
კუბილიუსები და მსგავსი ტიპაჟები, პირდაპირ ვიტყვი, რომ არიან ამ ქვეყნის მტრები, საქართველოს ევროპული მომავლის მტრები,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ევროდეპუტატს არა საქართველო და მისი ევროპული გზა, არამედ "ნაციონალური მოძრაობა" აინტერესებს. "ამ ადამიანებს, კუბილიუსებს და მსგავს ელემენტებს, საერთოდ არ აინტერესებთ ამ ქვეყნის მომავალი, არ აინტერესებთ ჩვენი ევროინტეგრაცია. მათ აქვთ ერთადერთი ინტერესი - "ნაციონალური მოძრაობა". კუბილიუსი ვერ იქნება ჩვენი უფროსი, ჩვენი უფროსი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები",- აცხადებს კალაძე. ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა თქვა, რომ თუ "ქართულ ოცნებას" სურს, დაარწმუნოს ევროკავშირის წევრი ქვეყნები, უნდა შეცვალოს ქცევა. მისივე განცხადებით, “თუ უნდათ ასიამოვნონ კრემლს, უნდა გააგრძელონ იმის კეთება, რასაც ახლა აკეთებენ”.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



