|
2023-09-12 14:43:22, 623 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ბატონი ბორელის მესმის, მაგრამ ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო და კონსტიტუციის დაცვა მნიშვნელოვანია
ბატონი ბორელის მესმის, მაგრამ ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო და კონსტიტუციის დაცვა მნიშვნელოვანია ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია ყველა თანამდებობის პირმა და პოლიტიკოსმა პატივი სცეს და დაიცვას ქვეყნის კონსტიტუცია. „ჩვენ ყველამ ძალიან კარგად უნდა დავიმახსოვროთ ერთი რამ - თანამდებობის პირებმა, პოლიტიკოსებმა, ვისაც დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს ხალხის და ქვეყნის წინაშე, პირველებმა უნდა ვცეთ პატივი საკუთარ ქვეყანას, საკუთარ კონსტიტუციას, კანონებს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა და გულდასაწყვეტია, როდესაც მაღალი თანამდებობის პირი, რომელსაც ევალება კონსტიტუციის დაცვა, გამოდის და არღვევს კონსტიტუციას. მე ბატონი ბორელის მესმის, მაგრამ ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო და კონსტიტუციის და კანონების პატივისცემა არის ძალიან მნიშვნელოვანი“,- განაცხადა კალაძემ. დედაქალაქის მერმა ასევე შეაფასა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში დეპოლარიზაციის საკითხი. „ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები არ ერთვებიან და საერთოდ არ აინტერესებთ აღნიშნული გეგმის შესრულება, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს მომავალში, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი. რაც შეეხება დეპოლარიზაციას, ის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იყო, თუმცა ამას სჭირდება მეორე მხარეც, ცალმხრივად ვერ განხორციელდება. მეორე მხარე რადიკალიზმით არის დაკავებული და ვფიქრობ, დღევანდელ მოცემულობაში, ამ ოპოზიციის პირობებში ამის გაკეთება, რაც არ უნდა ძალისხმევა იყოს გაწეული ხელისუფლების მხრიდან, შეუძლებელია. ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პირიქით, გაღრმავდეს პოლარიზაცია, ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ხელი შეუშალონ სტატუსის მიღებას. სამწუხაროდ, ყველაფერი კეთდება მათი მხრიდან ამისთვის“,- აღნიშნა კალაძემ.
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)