|
2023-09-11 11:55:06, 919 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - პრემიერის იმპიჩმენტზე საუბარი სპეკულაცია და სისულელეა
იმპიჩმენტზე საუბარი არის სპეკულაცია და სისულელე,- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურების დაწყების შესახებ პარტია "ლელო საქართველოსთვის" განცხადებას. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მთავრობის მეთაურის ვიზიტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დაფინანსებულა. „პირველ რიგში, მოიკითხონ, რა სახსრებიდან არის გაღებული შესაბამისი ხარჯი. არცერთი თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დახარჯულა. შესაბამისად, ყველაფერი არის ცარიელი სპეკულაცია. არ ვიცი, აქაც ცდილობენ, რომ გადაეფარონ საკუთარ თანაგუნდელს, სალომე ზურაბიშვილს, მათ ჰყავთ საერთო პატრონი. ეს არის, რაღაცნაირად უსუსური მცდელობა, რომ გადაფარონ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეში დარღვევა. მეტი მიზეზი რეალურად ამ ყველაფერს არ აქვს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არის ძალიან უსუსური მცდელობა... ბიუჯეტიდან არ იყო არცერთი თეთრი გადახდილი. მერწმუნეთ, ყველა ინფორმაცია საჯარო იქნება, არაფრის დამალვის საჭიროება და ინტერესი არ არსებობს გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი აბსოლუტურად ღიაა. ყველაფერი დეკლარაციაში იქნება ასახული როგორც შემოსავლებთან და ასევე ხარჯებთან დაკავშირებით. ბიუჯეტიდან ფული თუ არ არის დახარჯული, რა გამოძიებაზეა საუბარი? მე შეგახსენებთ, რომ სწორედ „ნაციონალები“, ხაზარაძე და სხვები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც „აპრავებდნენ“ სააკაშვილის მიერ სწორედ ბიუჯეტის ფულის ხარჯვას საკუთარი ინტერესებისთვის... რა შუაშია იმპიჩმენტი?! წაიკითხონ კონსტიტუცუია. ბიუჯეტიდან არ არის არცერთი თეთრი დახარჯული. იმპიჩმენტზე საუბარი არის სპეკულაცია და სისულელე“,- განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, "ტვ პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა. აღნიშნულის შემდეგ, გუშინ, 10 სექტემბერს, პარტია "ლელოში" განაცხადეს, რომ მთავრობის მეთაურის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურებს იწყებენ. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა და აღნიშნა, რომ რეისი, რომლითაც პრემიერი გაემგზავრა, იყო კომერციული და ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა. მთავრობის მეთაურის მიერ მიერ პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ოპოზიციური პარტიების ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციებიც ითხოვენ.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



