2023-09-11 10:12:49, 380 ნახვა
სამართალი
თეა გოდოლაძეს მასზე ძალადობის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურაში საჩივარი შეაქვს
![]() დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორს, თეა გოდოლაძეს პროკურატურაში საჩივარი შეაქვს. ამის შესახებ თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში წერს. გოდოლაძის თქმით, საჩივარი ეხება მის მიმართ, 2021 წლის ივლისში მამა-შვილი, თეიმურაზ და გიორგი შერგელაშვილების მიერ ჩადენილი ჯგუფური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო პროცესის დაუყონებლივ დაწყებას. "საზოგდოებისა და ჟუნრალისტების საყურადღებოდ - პირველ რიგში, ბოდიშს გიხდით, ისევ მიწევს თქვენი შეწუხება ჩემს პირად საკითხთან დაკავშირებით. უამრავი პრობლემაა ქვეყანაში. ჩემი ადვოკატები ლიკა ბითაძე, ნინო ანდრიაშვილი და მე ორშაბათს, 2023 წლის 11 სექტემბერს დილის 11:00 საათზე შევიტანთ საჩივარს, საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის სახელზე. საჩივარი ეხება ჩემს მიმართ, 2021 წლის ივლისში მამა-შვილი, თეიმურაზ და გიორგი შერგელაშვილების მიერ ჩადენილი ჯგუფური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო პროცესის დაუყონებლივ დაწყებას (ასევე საჩივარში სხვა დანაშაულის მამხილებელი გარემოებებია, რომლის შესახებაც საჯარო სივრცეში საუბარი მიზანშეწონილად არ მიმაჩნია). ა.წ. 14 აგვისტოსა და 4 სექტემბერს, აღნიშნულ ფაქტზე მასალები გავუცვალეთ პროკურატურას და დღემდე რეაგირება არ არის. პირიქით, ცალმხრივად, "რუსთავი-2" -ის მეშვეობით, ა.წ. 22 აგვისტოს ინფორმაცია გავრცელდა, სავარაუდოდ, მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატების, შალვა ხაჭაპურიძისა და ნინო ბარაჩაშვილის მიერ",- წერს გოდოლაძე. შეგახსენებთ, რომ 22 აგვისტოს ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სეისმოლოგ, თეა გოდოლაძეს ბრალი 126-ე პრიმა მუხლით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს. „რუსთავი 2-ის" ცნობითვე, თეა გოდოლაძეს 2 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, საქმე კი სასამართლოში განიხილებოდა.
აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სამი ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი დააკავა
ფინეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს
თორნიკე რიჟვაძე უხვი ნალექის შედეგად მიყენებულ ზარალს და გზების წმენდის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო
პოდოლიაკი - პარტნიორები ამბობენ, რომ უკრაინისთვის იარაღის მიცემა ძვირია, თუმცა არ ამბობენ მთავარს - ხვალინდელი შედეგები უფრო ძვირი იქნება
|
ომი უკრაინაშიფინეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს
![]() პოდოლიაკი - პარტნიორები ამბობენ, რომ უკრაინისთვის იარაღის მიცემა ძვირია, თუმცა არ ამბობენ მთავარს - ხვალინდელი შედეგები უფრო ძვირი იქნება
![]() ბაიდენის თანხმობის შემდეგ, აშშ უკრაინაში ATACMS რაკეტებს გაგზავნის
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
![]() სუს-ი „კანვასთან“ დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი თემა
|