|
2023-09-10 12:03:42, 1150 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - მივმართავ ღარიბაშვილს - ინამუსე და წადი, შეეშვი საქართველოს
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ღარიბაშვილი არის სახე იმ სისტემის, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა. "გუშინ, ნოდარ მელაძის გადაცემაში ჩვენ ვნახეთ, რა დონეზეა გახრწნილი სისტემა. გახრწნილობის პიკი შეიძლება ვუწოდოთ იმ ჩარტერების სკანდალს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. პრემიერ-მინისტრი, რომელსაც არ სცალია შოვისთვის, გურიაში სტიქიით დაზარალებული ადამიანებისთვის, პირდაპირ საბოტაჟშია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან, თავისი პირადი მიზნებისთვის იყენებს სახელმწიფო ხარჯებს და იმ ხალხის გადასახადებს, რომლისთვისაც უნდა ეშველათ, როცა შოვის ტრაგედიაში, მძიმე ვითარებაში იყვნენ. მეგობრებო, ეს არ არის ის საქართველო, რომელიც ჩვენ გვინდა რომ ავაშენოთ. ღარიბაშვილი დღეს არის სახე იმ სისტემის, რომელიც ჩამოაყალიბა ბიძინა ივანიშვილმა. "ჭამეთ, ძარცვეთ ქვეყანა, ხალხი. მთავარია, იყავით ჩემი ერთგულები, მთავარია, რუსული დავალებები შეასრულოთ" - ეს არის შინაარსი იმის, რაც ჩვენ ვნახეთ. 15 სექტემბერი მოდის, სკოლაში რამდენი ბავშვი მივა დახეული ფეხსაცმლით, რამდენ ბავშვს არ ექნება ტანსაცმელი ან წიგნები. პრემიერ-მინისტრის შვილისთვის თურმე ჩარტერული რეისებია ხელმისაწვდომი, რომ სპეცრეისებით გაფრინდეს ამერიკაში სასწავლებლად. ეს არის ის უსამართლობა, რაც ქვეყანაში არის. მათთვის ეკონომიკა ორნიშნადაც იზრდება და სამნიშნადაც იზრდება. იმ დონეზე არიან უკვე, რომ უზარმაზარ წვეულებებს აწყობენ - აბა, პატარა დაბადების დღეს ხომ არ გადაიხდის პრემიერ-მინისტრის მეუღლე?! შვილი სპეცრეისით უნდა წაიყვანო, აბა, ჩვეულებრივ თვითმფრინავში ხომ არ ჩაჯდება, ხომ არ ეკადრება მას ეს ყველაფერი?! ეს არის სწორედ რუსული სტანდარტით ქვეყნის მართვა, როცა ხალხი არის უბედურებაში, ხოლო ელიტა არის ზემდიდარი. ცალ-ცალი "კალოშით" მოსული ადამიანები დაეპატრონენ დიდძალ ქონებას ხალხის ხარჯზე... მივმართავ ღარიბაშვილს, ინამუსე და წადი, გეყო რაც ძარცვე ეს ქვეყანა, წადი და შეეშვი ამ ქვეყანას, შეეშვი საქართველოს",- განაცხადა ვაშაძემ. ცნობისთვის, "ტვ პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



