2023-09-08 12:51:28, 447 ნახვა
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავა
![]() შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1992 წელს დაბადებული ვ.შ. ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, შელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული ფიზიკური დაპირისპირებისას ორი პირი: 1980 წელს დაბადებული ვ.დ. და 1985 წელს დაბადებული ს.დ. დანის გამოყენებით დაჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ვ.დ. საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა, ხოლო ს.დ.- ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ვ.შ. ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლი "ლ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სამი ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი დააკავა
ფინეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს
თორნიკე რიჟვაძე უხვი ნალექის შედეგად მიყენებულ ზარალს და გზების წმენდის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო
პოდოლიაკი - პარტნიორები ამბობენ, რომ უკრაინისთვის იარაღის მიცემა ძვირია, თუმცა არ ამბობენ მთავარს - ხვალინდელი შედეგები უფრო ძვირი იქნება
|
ომი უკრაინაშიფინეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს
![]() პოდოლიაკი - პარტნიორები ამბობენ, რომ უკრაინისთვის იარაღის მიცემა ძვირია, თუმცა არ ამბობენ მთავარს - ხვალინდელი შედეგები უფრო ძვირი იქნება
![]() ბაიდენის თანხმობის შემდეგ, აშშ უკრაინაში ATACMS რაკეტებს გაგზავნის
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
![]() სუს-ი „კანვასთან“ დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი თემა
|