|
2023-09-03 17:42:08, 1204 ნახვა
პოლიტიკა
მელია ჩოხატაურის ინციდენტზე - პოლიტიკა ბიზნესის კეთების, ფულის საჭრელ მანქანად აქციეს, კანონი და ქვეყანა მოირგეს
ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია ჩოხატაურში, ენმ-ის წევრებზე თავდასხმას ეხმაურება. მისი თქმით, თავდასხმა ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის მიერ იყო ორგანიზებული. "დღეს რაც მოხდა ჩოხატაურში, რაც ხდება ქვეყანაში - არაფერია, თუ არა ხელისუფლების შიში და ამის საპასუხოდ, ხალხის შეშინების მცდელობა: არ გქონდეს განსხვავებული აზრი, თორემ პარტაქტივი გცემს. ჩოხატაურში არის ერთადერთი სკვერი, რომლის გაყიდვაც ადგილობრივ საკრებულოს გადაუწყვეტია. ყველამ იცის, მაჟორიტარი ჩიგოგიძის გარეშე მანდ არაფერი ხდება. პოლიტიკა ბიზნესის კეთების, ფულის საჭრელ მანქანად აქციეს, კანონი და ქვეყანა მოირგეს, ხვალ დაჯდება პარლამენტში ბატონი ჩიგოგიძე და კონსტიტუციაზე და პრეზიდენტის მიერ მის დარღვევაზე იმსჯელებს, ეს არის ხალხის დაცინვა ხელისუფლების მხრიდან, ხოლო მათთან ერთად ამ ეტაპზე მაინც პარლამენტში ჯდომა და ამ ხალხისთვის ხელის ჩამორთმევა, ხალხის დაცინვაა, ოპოზიციის მხრიდან. უბრალოდ, დათო მჟავანაძეს და მასსავით მართალ, მებრძოლ და იდეის ერთგულ ადამიანებს არც მუშტი აშინებს და არც მუქარა, სიმართლეა ის ძალა, რაც აუცილებლად დაამარცხებს და აღარ დაუშვებს უსამართლობასა და ძალმომრეობას", - წერს მელია Facebook-ზე. დღეს ჩოხატაურში ნაციონალური მოძრაობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ორგანიზაციის წევრები ნოდარ დუმბაძის სკვერის გაყიდვას აპროტესტებდნენ და საინფორმაციო ფლაერებს არიგებდნენ. პარტიაში ამბობენ, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა და მასში მაჟორიტარი დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის ახლო გარემოცვა მონაწილეობდა.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



