|
2023-09-02 10:10:03, 1027 ნახვა
პოლიტიკა
ევროპული საბჭო - საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული შესაძლებლობაა
საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული შესაძლებლობაა, რომელიც ხელიდან არ უნდა იქნას გაშვებული,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც გაცხადებაში ვკითხულობთ, პრეზიდენტმა მიშელმა შეაქო საქართველოს პრეზიდენტის პირადი ვალდებულება საქართველოს ევროპული პერსპექტივის წინსვლისთვის. "პრეზიდენტმა მიშელმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, როგორც ისტორიულ შესაძლებლობას, რომლის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ვალდებულება, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლაში. მან ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის საჭირო რეფორმების გაღრმავების აუცილებლობას, განსაკუთრებით მართლმსაჯულების, დეოლიგარქიზაციისა და ანტიკორუფციული და მედიის პლურალიზმის სფეროებში; ასევე პრიორიტეტულია დეპოლარიზაცია და ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება. პრეზიდენტმა მიშელმა შეაქო საქართველოს პრეზიდენტის პირადი ვალდებულება საქართველოს ევროპული პერსპექტივის წინსვლისთვის. განსაკუთრებით დასაფასებელია როლი, რომელიც მან შეასრულა საკანონმდებლო ზედამხედველობის ხელშეწყობისა და პირების შეწყალების უფლების გამოყენების თვალსაზრისით, რამაც ხელი შეუწყო დეპოლარიზაციას. პრეზიდენტმა მიშელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში",- აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 1-ელ სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



