|
2023-08-23 18:43:52, 979 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - რუსეთ-უკრაინის ომი აჩვენებს, რომ ტერიტორიების დეოკუპაცია მშვიდობის აბსოლუტური წინაპირობაა
ეს [რუსეთ-უკრაინის] ომი აჩვენებს, რომ ტერიტორიების დეოკუპაცია მშვიდობის აბსოლუტური წინაპირობაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, "ყირიმის პლატფორმის" სამიტზე ვიდეომიმართვისას განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კონტინენტზე უხილავი მასშტაბის კონფლიქტის წინაშე დგას, ევროპა კი უკრაინის მიმართ ურყევი მხარდაჭერისა და ერთიანობის დემონსტრირებას კვლავ გააგრძელებს. "ეს ომი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროპის სტაბილურობა და უსაფრთხოება მიუღწეველია თუ ეს ყველაფერი არ გავრცელდება ევროპის მთელ კონტინენტზე - ლისაბონიდან თბილისამდე. ის ასევე აჩვენებს, რომ ყველა ტერიტორიის დეოკუპაცია მშვიდობისა და სტაბილურობის აბსოლუტური წინაპირობაა, რომელიც რუსეთს უარს ათქმევინებს იმპერიულ ქცევაზე, რაც ერთადერთი სტაბილური საფუძველი იქნება ახალი და ჯანსაღი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. ვინაიდან უკრაინა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კონტინენტზე უხილავი მასშტაბის კონფლიქტის წინაშე დგას, ევროპა უკრაინის მიმართ ურყევი მხარდაჭერისა და ერთიანობის დემონსტრირებას გააგრძელებს, რასაც 2022 წლის თებერვლიდან აკეთებს. ეს ერთიანობა და გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია უკრაინის გამარჯვებისთვის და არანაკლებ გადამწყვეტია საქართველოსა და მოლდოვას მომავალი უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



