|
2023-08-22 12:35:13, 1036 ნახვა
სამართალი
ვაკის რაიონში 143 სარეაბილიტაციო პროექტი დაფინანსდა
ვაკის გამგეობა მრავალბინიანი კორპუსების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას აქტიურად განაგრძობს. შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, რაიონში 143 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა და მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, კერძოდ, საერთო სარგებლობის აივნების გამაგრება ხუთ მისამართზე დაფინანსდა, ლიფტის რეაბილიტაცია - 66 მისამართზე, საერთო სარგებლობის კიბეების განახლება ექვს მისამართზე დაიგეგმა. „რაც შეეხება კორპუსების გადახურვას და წყალსაწრეტი მილების მონტაჟს, დაფინანსდა 23 შესაბამისი განაცხადი. ამხანაგობების მოთხოვნით, წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია 20 მისამართზე დაფინანსდა, სართულშუა ნაპრალების შეკეთება - ოთხ მისამართზე. აღნიშნული სარეაბილიტაციო პროექტების განსახორციელებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 5 651 699 ლარი გამოიყო. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ წესის მიხედვით, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას პროექტების ღირებულების 5%-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება. ამხანაგობა ვალდებულია, განახორციელოს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)