|
2023-08-21 12:31:46, 878 ნახვა
პოლიტიკა
სოფო ჯაფარიძე - ხვალიდან მიხეილ სააკაშვილის სახელით დიდ კამპანიას ვიწყებ
ხვალიდან, ვიწყებ დიდ კამპანიას, ჩამოვალ ქვეყნის ყველა კუთხეში, მიხეილ სააკაშვილის სახელით მოგისმენთ ყველას, - აღნისნულის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. ჯაფარიძის თქმით, საქართველოს ყველა კუთხეში ჩავა. „მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ თითოეული მხარდამჭერს. მიხეილ სააკაშვილის იმ ერთგულ თანამებრძოლებს, რომლებიც წლებია უკომპრომისოდ იბრძვიან „რუსული რეჟიმის“ წინააღმდეგ. დღეს მიხეილ სააკაშვილი არის რუსეთის ტყვეობაში და ქვეყნის ეროვნული ღირსების საკითხია ამ ტყვეობის, რაც შეიძლება სწრაფად დასრულება. ამიტომ ისე როგორც არასოდეს, მნიშვნელოვანი არის ჩვენი ერთიანობა და ერთად სათანადოდ მომზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის. მიხეილ სააკაშვილმა აქ ჩამოსვლით და თავგანწირვით გვაჩვენა პატრიოტიზმის უმაღლესი სტანდარტი. იმის მიუხედავად, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან რთული ის აქედან, ამ ოთხი კედლიდან აგრძელებს ბრძოლას სამშობლოს გადარჩენისთვის, მისი საბრძოლო განწყობა არის უმაღლესი და ის აუცილებლად იბრძოლებს ბოლომდე ქვეყნის თავისუფლებისთვის და სამშობლოს გადარჩენისთვის. ხვალიდან ვიწყებ ძალიან დიდ კამპანიას. ჩამოვალ მთელი ქვეყნის მასშტაბით, მთელს კუთხეში მიხეილ სააკაშვილის სახელით მოგისმენთ ყველას, მოვუსმენ ყველას თითოეული თქვენგანის პრობლემას და მოსაზრებას აი ამ ურთულესი პოლიტიკური პროცესების მართვის კუთხით. თქვენ აუცილებლად უნდა გახდეთ მონაწილეები აი ამ ძალიან რთული პროცესის და არა მხოლოდ მონაწილეები არამედ პროცესის შემქმნელები, რათა ძალიან მალე ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება, გამარჯვება არის ისე ახლოს, როგორც არასოდეს. მიხეილ სააკაშვილი მზად არის მოგისმინოთ ყველას, მოისმინოს ყველას მოსაზრება და არა მხოლოდ მზად არის,არამედ მისი ძალიან დიდი სურვილია, რომ თქვენთან ერთად შექმნას აი ეს პოლიტიკური პროცესები, რომელიც ძალიან მალე მიგვიყვანს გამარჯვებამდე. გამარჯვება არის გარდაუვალი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გამარჯვება ისე ახლოს არის ,როგორც არასოდეს და მე გაძლევთ პირობას, თითოეული თქვენგანის წერილობითი მოსაზრება მივა უშუალოდ მიხეილ სააკაშვილამდე და ჩვენ ყველა ერთად შევქმნით გამარჯვების ძალიან დიდ ფორმულას, რომელიც ძალიან მალე მიგვიყვანს გამარჯვებამდე,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)