|
2023-08-16 17:47:35, 850 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ახლად დანიშნულ წარმომადგენელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, იესპერ მოლერმა მწუხარება გამოთქვა შოვშვი მომხდარი ტრაგედიის გამო და ზურაბ აზარაშვილს სამძიმარი გამოუცხადა. მინისტრმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს, თანადგომისთვის, მადლობა გადაუხადა. "შეხვედრაზე, ზურაბ აზარაშვილმა, იესპერ მოლერს სამინისტროს საქმიანობა გააცნო და დეტალურად ესაუბრა იმ პროექტებზე, რომელსაც უწყება ბავშვთა ჯანმრთელობის, თუ სოციალური დაცვის მიმართულებით ახორციელებს. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც, ონკოლოგიური დაავადების მქონე ყველა ბავშვს, საქართველოსთან ერთად, ესპანეთის, თურქეთისა და ისრაელის მაღალტექნოლოგიურ კლინიკებში, მკურნალობა უფინანსდებათ. ზურაბ აზარაშვილმა, ასევე, ხაზი გაუსვა, საქართველოსთვის, გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. შეხვედრაზე, მხარეებმა ერთობლივი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)