|
2023-08-16 12:26:59, 834 ნახვა
საზოგადოება
მარგველიძე - 26 ცხედრიდან 23 იდენტიფიცირებულია - საძიებო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა პირი არ იქნება ნაპოვნი
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, სტიქიის ზონაში აღმოჩენილი 26 ცხედრიდან 23 იდენტიფიცირებულია. როგორც მარგველიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ამ დროისთვის 7 მოქალაქის სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. "დაკარგული 33 მოქალაქიდან ამ დროისთვის არის 26-ის ცხედარი ნაპოვნი. გრძელდება 7 მოქალაქის საძიებო სამუშაოები. 26 ცხედრიდან 23 იდენტიფიცირებულია. შოვის ტერიტორიაზე დარჩენილია რამდენიმე ფრაგმენტი, რომელიც დამუშავდება უახლოეს დღეებში. გაგრძელდება საძიებო სამუშაოები მანამ, სანამ ყველა მოქალაქე არ იქნება ნაპოვნი",- განაცხადა პაპუნა მარგველიძემ. შეგახსენებთ, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში სტიქიური უბედურება 3 აგვისტოს მოხდა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)