|
2023-08-16 09:40:56, 901 ნახვა
საზოგადოება
The Killers-მა „ბლექ სი არენას“ სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა - მსმენელის ნაწილმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა
"ბლექ სი არენაზე" მიმდინარე კონცერტის დროს, The Killers-ის სოლისტმა, ბრენდან ფლაუერსმა აუდიტორიიდან სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა, რასაც მსმენელის პროტესტი მოჰყვა. ერთ-ერთი სიმღერის შესრულების წინ, სოლისტმა აუდიტორიას ჰკითხა, იყო თუ არა მათ შორის ვინმე, ვინც დრამზე დაკვრა იცოდა. ამის შემდეგ კი, სცენაზე შერჩეული დრამერი აიყვანა, რომელიც ეროვნებით რუსი აღმოჩნდა. დრამერის ეროვნების გაგების შემდეგ, ჯგუფის სოლისტმა აუდიტორიას ჰკითხა, მისაღები იყო თუ არა მათთვის, რომ სცენაზე რუს დრამერს დაეკრა. მსმენელის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, ჯგუფმა რუს დრამერთან ერთად კომპოზიცია მაინც შეასრულა. სიმღერის დასრულების შემდეგ, The Killers-მა აუდიტორიას მიმართა და თქვა, რომ მუსიკაში საზღვრები არ არსებობს და რომ ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს. აღნიშნულის შემდეგ, მსმენელთა ნაწილმა დარბაზი დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)