|
2023-08-15 14:29:52, 762 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქო - ოფიციალურ გვერდზე 11 აგვისტოს გამოქვეყნებული განცხადების ავთენტურობაში ეჭვის შეტანა გაუმართლებელია
ა.წ. 11 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების ავთენტურობაში სასულიერო პირთა ერთი ნაწილის მხრიდან ეჭვის შეტანა, გაუმართლებელია,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გვერდზე დადებული განცხადება ყოველთვის არის შეთანხმებული კათოლიკოს-პატრიარქთან და საპატრიარქოს ადმინისტრაციასთან. "გვინდა აღვნიშნოთ ისიც (სხვა ფაქტებზე რომ არაფერი ვთქვათ), რომ როდესაც ქვეყანაში მასშტაბური მოვლენა ხდება, რომელზეც შეფასებას პირველიერარქი აკეთებს, მასთან (და, ასევე, ეპარქიის მმართველ მღვდელმთავართან) შეუთანხმებლად ნებისმიერი სასულიერო პირის მხრიდან საჯარო სივცეში განსხვავებული დასკვნის გაკეთება სუბორდინაციის სერიოზული დარღვევაა. ყველას მოვუწოდებთ ერთობისა და მშვიდობისაკენ",- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)