13:59 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-15 12:52:33, 636 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის ძალების წარმომადგენლები სტიქიის ზონაში ძებნა-შველის სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ

საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაციით, სტიქიის ზონაში ძებნა-შველის სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ. 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში, სადაც სამუშაოებში მაშველებთან ერთად, მე-3 ქვეითი ბრიგადისა და აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონია ჩართული, მე-3 ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა სასტუმრო "სანსეტ შოვის” ტერიტორიაზე მიწის მასისგან გათავისუფლებისა და საძიებო სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაოები სპეცტექნიკის გამოყენებით ხორციელდება. 

უწყების ინფორმაციით, ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები, რეზერვისტები და მაშველები კი, შოვიდან ამბროლაურის მიმართულებით მდინარეების, ჭანჭახისა და რიონის კალაპოტების მონიტორინგს ახორციელებენ. მდინარის მონიტორინგის სამუშაოები ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდას უწყობს ხელს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
ვოლსკი ღარიბაშვილის განცხადებას უბადრუკ წერილს უწოდებს
19-21 აგვისტოს საქართველოში, სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
JPG X Dodonut ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics