13:59 - 18 Aug, 2026
|
2023-08-15 12:10:51, 711 ნახვა
საზოგადოება
შსს - სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 90% გადამოწმებულია
ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 90% გადამოწმებულია. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტებში. "ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მეხანძრე-მაშველები სამძებრო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. ცნობისთვის, სტიქიური უბედურება შოვში 3 აგვისტოს მოხდა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 8 პირთან დაკავშირებით სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)