14:43 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-14 15:17:36, 990 ნახვა

საზოგადოება
15 აგვისტოს Black Sea Arena ამერიკულ როკ ბენდს The killers უმასპინძლებს

15 აგვისტოს Black Sea Arena კამპანიის „Starring Georgia-ს“ ფარგლებში ამერიკულ როკ ბენდს, The Killers-ს უმასპინძლებს. ღონისძიების მთავარი მხარდამჭერი "თიბისია". ბილეთები Black Sea Arena-ს ოფიციალურ ვებგვერდზე - BSA.ge-ზე იყიდება.  

80-იანი წლების სინთპოპისა და ალტერნატიული როკ-მუსიკის გავლენით, The Killers-მა გლობალური აღიარება სადებიუტო ნამუშევრებითვე მოიპოვა. ლას-ვეგასში დაფუძნებული ბენდი უკვე 20 წელზე მეტია, მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ფორუმებისა და ფესტივალების სტუმარია.

დღესდღეობით, The Killers თავის მუსიკალურ მემკვიდრეობას აქტუალურად ინარჩუნებს და ახალ მსმენელს უზიარებს, რის გამოც მათ მიმართ ინტერესი არ ნელდება. ბენდი საქართველოს პირველად „Starring Georgia-ს“ ფარგლებში ეწვევა და მსმენელს 20-წლიანი მუსიკალური კარიერის საუკეთესო კომპოზიციებს გაუზიარებს.

14 აგვისტოს 15:00 საათიდან The Killers-ის ბილეთების შეძენა უკვე Black Sea Arena-ს სალაროში იქნება შესაძლებელი. "თიბისი" ბარათის მომხმარებლებისთვის მოქმედებს სპეციალური შეთავაზება.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics