|
2023-08-14 14:50:07, 844 ნახვა
საზოგადოება
ბოტკოველი შოვზე - ხელისუფლება შეურაცხყოფას აყენებს გარდაცვლილის როგორც ოჯახებს, ისე იმ ადამიანებს, ვინც ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს
ერთმანეთს ეჯიბრებიან ხელისუფლების წარმომადგენლები მავნებლური განცხადებებით, რომლებსაც ამ დღეების განმავლობაში აკეთებენ და ფაქტობრივად, შეურაცხყოფას აყენებენ ყოველდღიურად როგორც გარდაცვლილის ოჯახებს, ისე იმ ადამიანებს, ვინც ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა. ბოტკოველის თქმით, შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით, ხელისუფლება თავდაცვის რეჟიმშია გადასული. „ჩვენ ვნახეთ ასევე განცხადებები თვითონ გადარჩენილი ადამიანების მხრიდან, რომლებსაც არავინ არ შეხმიანებია საერთოდ და არ მოუკითხავთ. ამ ყველაფრის შემდეგ არსებობს მხარდაჭერის სხვადასხვა ფორმები ხელისუფლების მხრიდან, რომლითაც პირიქით, შვება უნდა იგრძნონ იმ ადამიანებმა, ვინც სიკვდილს გადაურჩნენ. ხელისუფლება ორკესტრირებულად გადასულია თავის მართლების რეჟიმში იმის მაგივრად, რომ პირიქით, ეძებდეს დამნაშავეს და იმასაც ხელს უშლის, რომ რეალურად მოიძებნოს დამნაშავე, ვინც ჩაიდანა ზოგადად, სამსახურებრივი გულგრილობაც და არ მოეკიდა საქმეს ისე, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს შემდგომ უკვე საფრთხეს არ შეუქმნიდა",- ამბობს ბოტკოველი. ცნობისთვის, დღეს, 14 აგვისტოს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არასწორი და "წარმოუდგენელი ტყუილი" უწოდა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, შოვში, სტიქიის დროს ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს. მმართველი პარტიის თავმჯდომარისთვის ასევე გაუგებარია, რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა", როცა "უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა". აღსანიშნავია, რომ ირაკლი კობახიძე ამ განცხადებით იმ ადამიანებს გამოეხმაურა, რომლებიც 3 აგვისტოს, შოვში, სტიქიური უბედურების ეპიცენტრში იმყოფებოდნენ და სიკვდილს გადაურჩნენ.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)