|
2023-08-13 20:27:54, 1054 ნახვა
პოლიტიკა
გომელაური შოვზე: თუ სიცოცხლეს არ ემუქრება საფრთხე, ღამით ფრენის გარისკვა არაა მიზანშეწონილი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის თქმით, შოვში სტიქიის ღამით ვერტმფრენებით შესვლის საჭიროება არ იყო. მისი თქმით, შსს-ს აქვს ღამით ფრენის საშუალებები, თუმცა ვერტმფრენისთვის მთა-გორიან რელიეფზე ღამით ფრენა სარისკოა და მხოლოდ მაშინაა გონივრული ასე გარისკვა, თუ ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. გომელაურმა განაცხადა, რომ ღამით ერთ-ერთ ფერდობზე დარჩენილი ადამიანები უსაფრთხო ადგილას, მაშველებთან ერთად იყვნენ და "არ იყო საჭირო რომ გაერისკათ პილოტებს. შეიძლება, ვერტმფრენები ჩამოვარდნილიყო." მისი თქმით, "როცა [მოქალაქეები] უსაფრთხოდ არიან მთაზე სადღაც, სადაც არ შეიძლება მეწყერი მოხდეს ან მდინარე ადიდდეს ნუ რატომ უნდა გარისკოს ხომ [პილოტმა]?" შს მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ იმ პირობებში, როცა გათენებისას იყო შესაძლებელი დარჩენილი მოსახლეობის გამოყვანა, ღამით ვერტმფრენით შესვლა არ იქნებოდა მიზანშეწონილი. "რაც შეეხება, რატომ არ დაფრინავდნენ ღამით, ამაზე ასჯერ მაქვს ახსნილი, ვინც ერკვევა ავიაციაში ყველას კარგად ესმის. გვაქვს ჩვენ ღამის ფრენის საშუალებები, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ, მაგრამ არის ძალიან დიდი რისკი, ასე ვთქვათ, და თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება რამე რომ გარისკოს პილოტმა, არ არის მიზანშეწონილი და დაშვებული, არ შეიძლება, რომ უბრალოდ, რომ შეიძლება დილით, 3 საათში გამოვიყვანოთ ადამიანები გავრისკოთ და ვერტმფრენი ან პილოტები დავღუპოთ" - განაცხადა შს მინისტრმა. შეგახსენებთ, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა. 9 ადამიანი კი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. დაკარგულებსა და დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია ევაკუირებული.
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)