14:43 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-13 20:23:34, 918 ნახვა

საზოგადოება
გომელაური შოვში დაკარგული პირების ოჯახის წევრებს შეხვდა და გარდაცვლილთა ახლობლებს მიუსამძიმრა

ონის კულტურის სახლში, შოვის სტიქიის დროს დაღუპული, გენადი სულთანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

პანაშვიდზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, საგანგებო სიტუაციების მართის სამსახურის ხელმძღვანელთან, თემურ მღებრიშვილთან და სხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა.

სულთანიშვილი ანსამბლ "ბუბას" წევრი და "სანსეტ შოვის" კოტეჯების მზარეული იყო. ის ერთ-ერთი ბოლო იყო ვისი იდენტიფიცირებაც მოხდა.

გენადი სულთანიშვილს, სამშაბათს, ონში დაკრძალავენ.

ამასთან გომელაური, მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაკარგული პირების ოჯახის წევრებს შეხვდა და გარდაცვლილი პირების ახლობლებს მიუსამძიმრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics