|
2023-08-10 20:19:11, 1574 ნახვა
საზოგადოება
წერეთელი - გავაკეთეთ დროებითი მისასვლელი გზა სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ავტომობილებისთვის, დღეს უკვე გამოვიყვანეთ 10 მანქანა
უკვე შევძელით და სტიქიის ზონიდან დღეს 10 მანქანა გადმოვიყვანეთ, დანარჩენებზე ველოდებით ავტომფლობელებს, - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა განაცხადა. როგორც გიორგი წერეთელმა აღნიშნა, მერვე დღეა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. „ამ ეტაპზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს და 100-ზე მეტი ერთეული ტექნიკა ჰყავს მობილიზებული დეპარტამენტს, რომლებიც სამძებრო სამუშაოებში ჩართულები არიან, სამაშველო სამსახურებთან ერთად, მათი მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. დღეს მოვახერხეთ და გავაკეთეთ დროებითი მისასვლელი გზა სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის. დღეს უკვე შევძელით და 10 მანქანა გადმოვიყვანეთ, დანარჩენებზე ველოდებით ავტომფლობელებს, როგორც კი მოვლენ, მათაც დავეხმარებით, რათა ავტოსატრანსპორტო საშუალებები მშვიდობით გადმოვიდნენ ონის მხარეს“, - განაცხადა წერეთელმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)