|
2023-08-10 19:21:10, 1307 ნახვა
საზოგადოება
ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ФСБ მიიღებს წვდომას სერვისის სხვა ქვეყნებში განხორციელებული მგზავრობის მონაცემებზე, Yandex Go უარყოფს
Yandex Go კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (ФСБ) მიიღებს წვდომას სერვისის სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში განხორციელებული მგზავრობის მონაცემებზე. კომპანიის ცნობით, რუსეთის კანონმდებლობა არ ვრცელდება საქართველოში წარმოდგენილ სერვისზე და არც ამ სერვისის მომხმარებლებზე, ვინაიდან ისინი ახორციელებენ მგზავრობას და იყენებენ აპლიკაციას რუსეთის ფედერაციის საზღვრებს გარეთ. „ნიდერლანდური კომპანია Ridetech International B.V., რომელიც ახორციელებს Yandex Go-ს სერვისს საქართველოში, მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და GDPR-ს სტანდარტების მიხედვით, ასევე უზრუნველყოფს მონაცემთა სუბიექტების ყველა გათვალისწინებულ უფლებას. ისევე, როგორც ადრე, მონაცემების მოთხოვნა, რომელიც რუსეთის ფარგლებს გარეთ სერვისის ფუნქციონირებასთან არის დაკავშირებული შესაძლებელია მხოლოდ ოფიციალური მოთხოვნით და მხოლოდ დადგენილი საერთაშორისო პროცედურების ფარგლებში. ჩვენი კომპანია იცავს უსაფრთხოების პოლიტიკის მაღალ სტანდარტებს, რასაც ადასტურებს საერთაშორისო საჯარო ანგარიში SOC2/3“, - ნათქვამია Yandex Go-ს პრესსამსახურის ოფიციალურ განცხადებაში. ცნობისთვის, რუსულენოვანმა მედიასაშუალება "მედუზამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სულ მალე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს (FSB) ექნება მუდმივი წვდომა Yandex-ის სერვისის მონაცემთა ბაზაზე. როგორც მედია იუწყება, რისკის ქვეშ არიან ასევე რუსეთის ფარგლებს გარეთ მყოფი მომხმარებლებიც, მათ შორის ქართველები.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)