|
2023-08-10 16:18:09, 1376 ნახვა
საზოგადოება
ამაღლობელი - მწერალთა სახლი მწერალთა კავშირის საბჭოთა პოზიციებს დაუბრუნდა
კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, მწერალთა სახლი შინაარსობრივად და სულისკვეთებით კვლავ მწერალთა კავშირის საბჭოთა პოზიციებს დაუბრუნდა, - ასე ეხმაურება პოეტი რატი ამაღლობელი მწერალთა სახლის ხელმძღვანელად ქეთევან დუმბაძის დანიშვნას. მისივე თქმით, ცალ-ცალკე ინსტიტუტების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაცალკევებას გამოიწვევს, აქედან გამომდინარე ის აღნიშნავს, რომ საჭიროა, ძირეული ცვლილებები, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიკარგება არა მხოლოდ დამოუკიდებელი ინსტიტუციები, არამედ მთლიანად საქართველო. "ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მიტაცებულია, ყველგან ვიწრო პარტიულმა ინტერესმა ჩაანაცვლა აქამდე არსებული ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი. კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, მწერალთა სახლი შინაარსობრივად და სულისკვეთებით კვლავ მწერალთა კავშირის საბჭოთა პოზიციებს დაუბრუნდა. ვფიქრობ, დღეს ცალ-ცალკე ინსტიტუტების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა კიდევ უფრო დაგვაცალკევებს. გამოსავალი ამ 12-წლიანი ერთპარტიული მონოპოლიის შეცვლა იქნებოდა. ძირეული ცვლილებების გარეშე არათუ დამოუკიდებელი ინსტიტუციებს, არამედ მთლიანად საქართველოს, შევქმნათ ახალი დღის წესრიგი, ახალი გაერთიანებები, სადაც საკუთარ თავს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მკაფიოდ დაინახავენ. ასეთი გაერთიანებებისაა მომავალი", - წერს ამაღლობელი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, საქართველოს მწერალთა სახლს ქეთევან დუმბაძე 4 სექტემბრიდან უხელმძღვანელებს. კულტურის მინისტრის შესაბამისი ბრძანება უკვე გამოიცა.
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)