|
2023-08-10 11:18:01, 1199 ნახვა
საზოგადოება
მკითხველის „საბას“ ჟიურის წევრების ვინაობა ცნობილია!
მკითხველის „საბას“ ჟიურის ხუთივე წევრის ვინაობა ცნობილია. მკითხველები, რომლებმაც 3 თვის განმავლობაში ყველაზე დიდი დრო დაუთმეს SABA Reader-ში კითხვას არიან: ლადო აბულაძე - 1100 წაკითხული საათი; ქრისტინე კოხია - 1000 წაკითხული საათი; ნათია ოქრომელიძე - 930 წაკითხული საათი; ნინო გაფრინდაშვილი - 915 წაკითხული საათი; ნათია იორდანიშვილი - 500 წაკითხული საათი. შერჩევის პროცესი 8 მაისიდან დაიწყო და ყველაზე აქტიური მკითხველების სტატისტიკა საჯარო იყო აპლიკაცია SABA Reader-ში. ჟიურის შერჩევის პროცესში 1700-მდე მკითხველი იყო ჩართული, რომლებმაც სამი თვის განმავლობაში, ჯამში 3 000 000 წუთზე მეტი დაუთმეს კითხვას, ხოლო კითხვის ჯამური მაჩვენებელი კონკურსის პირობებში 25%-ით გაიზარდა. მკითხველის „საბას“ ჟიური შეირჩა შემდეგი კრიტერიუმებით: • ჟიურის წევრს უნდა შეეძლოს ქართულ ენაზე კითხვა და ამჟამად უნდა ცხოვრობდეს საქართველოში. • არ უნდა იყოს მწერალი ან ლიტერატორი. • არ უნდა მუშაობდეს საგამომცემლო სექტორში. • არ უნდა იყოს „წლის საუკეთესო დებიუტის“ ნომინაციაში ნომინირებულის ოჯახის წევრი. შეგახსენებთ, ჟიური გამარჯვებულს დებიუტის მოკლე სიიდან ხმათა უმრავლესობით გამოავლენს. ტრადიციულად, „საბას“ ჟიურის მსგავსად გაიმართება მკითხველთა ჟიურის სხდომები, მათი მუშაობის პრინციპებიც იგივეა. მკითხველების ჟიური თავის რჩეულს პრემიას შემოდგომით, საბა 2023-ის დაჯილდოების ცერემონიალზე გადასცემს. „საბას“ ისტორია 2002 წელს, "თიბისისა" და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ლიტერატურული პრემია „საბას“ დაარსებით იწყება. კონკურსის კვალდაკვალ 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას - კლასიკურ და თანამედროვე, ქართულ და უცხოურ მხატვრულ ტექსტებს. 2019 წლიდან შეიქმნა მკითხველთა პლატფორმა „საბკულტურა“ და მასთან ერთად განახლდა აპლიკაცია Saba Reader-ი. დღეს „საბას“ ბიბლიოთეკაში 7 000-ზე მეტი ელექტრონული და ხმოვანი წიგნი იყრის თავს.
კალაძე საცობებზე - უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი რამ, ქალაქის ქუჩების სივრცე უსასრულო არ არის
დეკანოიძე - საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები განსაკუთრებული აგრესიით, ფაქტების უგულებელყოფითა და აშკარა მიკერძოებით განიხილავენ მართლმსაჯულების რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს
მამა ლევანი ჯიქური კორუფციაზე: ამდენი წურბელა რომ გეყოლება ქვეყანაში, რამდენს აიტანს
ცვლილებისთვის: ვმუშაობთ სირიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გაუქმებაზე
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



