|
2023-08-09 20:54:03, 1091 ნახვა
საზოგადოება
თანდილაშვილი შოვზე - სატელიტური მონაცემებით დასტურდება, რომ სტიქიამდე წყლის შეგუბებას მდინარის ხეობაში ადგილი არ ჰქონია
ჩვენს ხელთ არსებული მონიტორინგის სისტემებით, რომელიც დამონტაჟებული გვაქვს როგორც რეგიონში, ასევე რადარული სისტემებით, იქ არ გამოვლენილა ისეთი პროცესი რაზეც ჩვენ შეიძლებოდა რომ წინასწარ გვევარაუდა, რომ მსგავსი მასშტაბის სტიქიის განვითარებას შეიძლებოდა ჰქონოდა ადგილი,- ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში შოვის სტიქიასთან დაკავშირებით აცხადებენ. მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის მტკიცებით, სატელიტური მონაცემებიც ადასტურებს, რომ ხეობაში წყლის შეგუბებას ადგილი არ ჰქონია. ამასთან ერთად იგი აღნიშნავს, ადრეული განგაშის სისტემების განვითარება დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, კვლევებსა და შეფასებებზე იმისთვის, რომ დადგინდეს, საერთოდ იმუშავებს თუ არა ასეთი ტიპის სისტემები კონკრეტული ტიპის ხეობებში. "წყლის შეგუბებას მდინარის ხეობაში ადგილი არ ჰქონია, ეს დასტურდება ორი მონაცემის ერთობლიობით. ერთი არის სატელიტური მონაცემები, რომლებიც არ აჩვენებს, რომ იქ რაიმე შეგუბებას ჰქონდა ადგილი და მეორე არის - წყლის დონის მზომი სადგური, რომელიც დაყენებულია 2 მდინარის შესართავზე და გვაწვდის ინფორმაციას ამ მდინარის აუზში არსებული წყლის დონეების შესახებ. მარტივად რომ ვთქვათ, ამ კონკრეტული მდინარე ჭანჭახისთვის, ბუბისწყალიც თავის წილ წყალს ამატებს ჭანჭახს, შესაბამისად, სპეციალისტებმა როდესაც დაითვალეს, აქ ჩვენ მონაცემების ცვლილება არ გვინახავს, წყლის ძალიან რადიკალური კლება, ან მომატება არ გვინახავს სტიქიის პროცესამდე, ეს მოწმობს, რომ გადაკეტვას, ანუ ე.წ. ძლიერ შეგუბებას ხეობის ზედა ნაწილში ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა თანდილაშვილმა.
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)