|
2023-08-08 11:29:09, 683 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - საზოგადოებას უნდა შევახსენოთ ღალატი, რომელიც წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა 2008 წლამდე და 2008 წელს ქვეყნის წინაშე
2008 წელს რუსეთმა განახორციელა სამხედრო აგრესია, საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, პირველ რიგში, ჩვენ სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ამასთან ერთად, საზოგადოებას აუცილებლად უნდა შევახსენოთ ის ღალატი, რომელიც ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო. კობახიძის თქმით, ღალატის გარდა, წინა ხელისუფლებამ "უამრავი დანაშაული" ჩაიდინა. "ეს იყო პირდაპირ სამშობლოს ღალატი და სხვათაშორის, შემთხვევითი არ არის, რომ მათ 2008 წლის ივლისში დააინიცირეს ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსიდან სამშობლოს ღალატის მუხლის ამოღების თაობაზე და სექტემბერშივე მიიღეს ეს ცვლილება. ივლისში, ომამდე ერთი თვით ადრე, დააინიცირეს და ომიდან ერთ თვეში, რა დროს ეს იყო ხომ? - მიიღეს ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსიდან ღალატის მუხლის ამოღების თაობაზე. როგორც ჩანს, მაშინაც ჰქონდათ შიში, ეშინოდათ იმ ღალატის, რომელიც მათ ჩაიდინეს საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. რა თქმა უნდა, მათ უამრავი დანაშული ჰქონდათ ჩადენილი - ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება და ა.შ. მაგრამ მათი მთავარი დანაშაული მაინც იყო ის ღალატი, რომელიც მათ ჩაიდინეს 2008 წლამდე, 2008 წელს საკუთარი ქვეყნის წინაშე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)