19:34 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-07 16:12:28, 867 ნახვა

პოლიტიკა
კუბილიუსი - ბოლოს, საქართველო და უკრაინა გაიმარჯვებენ, ექნებათ მომავალი, რომელსაც იმსახურებენ

15 წლის წინ პუტინმა დაიწყო ომი საქართველოს წინააღმდეგ და მას შემდეგ ქვეყნის ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია. ამის შემდეგ, რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ. ასე დაიწყო რუსეთმა მომავლის დაკარგვა იმპერიული წარსულის ომებში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კობილიუსმა განაცხადა.

მისივე თქმით, "საქართველო და უკრაინა საბოლოოდ გაიმარჯვებენ და ექნებათ ის მომავალი, რომელსაც იმსახურებენ, ხოლო იმპერიული წარსულის რუსეთი დამარცხდება".

"15 წლის წინ პუტინმა დაიწყო ომი საქართველოს წინააღმდეგ და მას შემდეგ ქვეყნის ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია. ამის შემდეგ რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ. ასე დაიწყო რუსეთმა მომავლის დაკარგვა იმპერიული წარსულის ომებში. 

ქართველები და უკრაინელები აგრძელებენ ბრძოლას მათი მომავლისთვის, რომ გახდნენ ევროატლანტიკური საზოგადოების ნაწილი.

ბოლოს, საქართველო და უკრაინაც გაიმარჯვებენ და ექნებათ ის მომავალი, რომელსაც იმსახურებენ. იმპერიული წარსულის რუსეთი - წააგებს. ეს საჭიროა ევროპის კონტინენტზე მდგრადი მშვიდობისთვის", - წერს კუბილიუსი Twitter-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics