|
2023-08-05 14:15:42, 1130 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ემოციური ფონია გასაგებია, საბოლოო ჯამში ყველაფერი გაირკვევა, ამიტომ სასურველია, არავინ იჩქაროს დასკვნების გაკეთება
"ემოციური ფონია და ეს აბსოლუტურად გასაგებია, საბოლოო ჯამში ყველაფერი გაირკვევა, ამიტომ სასურველია, არავინ იჩქაროს დასკვნების გაკეთება. არიან კომპეტენტური სტრუქტურები, ორგანიზაციები, ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დეტალური დასკვნის დადება - განუცხადა ჟურნალისტებს შოვში „ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, როგორც კი იქნება ეს დაკვნა, ამის შემდეგ შეიძლება გაკეთდეს დამატებითი კომენტარები „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არავინ არ უნდა იჩქაროს დასკვნების გამოტანა. ემოციური ფონია და ეს აბსოლუტურად გასაგებია, თუმცა, საბოლოო ჯამში ყველაფერი გაირკვევა, ამიტომ სასურველია, არავინ იჩქაროს დასკვნების გაკეთება. არიან კომპეტენტური სტრუქტურები, ორგანიზაციები, ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დეტალური დასკვნის დადება ყველაფერთან დაკავშირებით, როგორც კი იქნება ეს დაკვნა, ამის შემდეგ შეიძლება გაკეთდეს დამატებითი კომენტარები“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, უწყებები არიან ის სტრუქტურები, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან, რა ხდება, როგორ ტარდება სამუშაოები, აქედან გამომდინარე, ყველაზე კომპეტენტურები ისინი არიან. „მე მაქვს ჩემი ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემგან არ იქნება სწორი ამ დეტალებზე საუბარი. არიან შესაბამისი უწყებები, სტრუქტურები, რომლებსაც შეუძლიათ კომპეტენტური პასუხის გაცემა ამასთან დაკავშირებით. მე რაც არ უნდა ინფორმირებული ვიყო ამ ყველაფერზე, ჩემგან არ იქნება სწორი დეტალების შესახებ კომენტარების კეთება. ყველაფრით დავინტერესდებით, მე არ შევალ დეტალებში, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რაც არ უნდა ბევრი ინფორმაცია მქონდეს მე არ ვარ კომპეტენტური, რომ ამ კითხვებს ვუპასუხო. არის შესაბამისი კომპეტენტური სტრუქტურები, ადამიანები, რომლებმაც უნდა უპასუხონ ამ შეკითხვას“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



