|
2023-07-31 13:59:17, 1488 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ტურისტული სააგენტოს გამოყენებით, საზღვარგარეთ გამგზავრების მსურველ მოქალაქეებს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ სამოგზაურო ტურების ორგანიზებას სთავაზობდა. ის დაინტერესებულ მოქალაქეებს ცრუ დაპირებას აძლევდა, რომ საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის საჭირო ავიაბილეთების შეძენას და ასევე სასურველი სასტუმროების შერჩევას და დაჯავშნას უზრუნველყოფდა. ბრალდებული მეტი დამაჯერებლობისთვის მოქალაქეებს სხვადასხვა სასტუმროების ფოტოებს აჩვენებდა და თითქოსდა შეძენილი ავიაბილეთების მონაცემებს უგზავნიდა, რითაც მათ კუთვნილ თანხებს მოტყუებით ეუფლებოდა. ამ გზით ბრალდებული 32 მოქალაქის კუთვნილ 81 815 ლარს დაეუფლა. "დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" და მესამე ნაწილის "ა"და "ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, 32 ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა",- ნათქვამია გენპროკურატურის ინფორმაციაში.
აქტივისტი სერგი ყანჩაველი - ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის და ასევე სქესობრივი იძულების კვალდაკვალ მიხსენიებდნენ აკაცუკად
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებს ქვეყნის იზოლაციაზე ნაცურს უწოდებს
სარჯველაძე: 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, უმრავლესობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
საია: ადვოკატს არ მისცეს დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)