|
2023-07-26 10:14:45, 755 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - EU-ში ინტეგრაციაზე გვჭირდება, რომ არასამთავრობოები იყვნენ არა ჩასაფრებული კრიტიკოსები, არამედ გულშემატკივრები
ქართველ ხალხს ახლა სჭირდება ევროკავშირში ინტეგრაციის მხრივ გულშემატკივრობა, ჩვენ გვჭირდება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ არა ჩასაფრებული კრიტიკოსები, არამედ ამ პროცესის გულშემატკივრები. თუ ისინიც გააცნობიერებენ, რომ ეს არის ჩვენი საერთო ამოცანა, მაშინ წარმატება გარდაუვალია,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, კონფერენციაზე ევროკომისიის შუალედურ ანგარიშთან დაკავშირებით იყო მსჯელობა, რომელიც დადებითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს ქმნის. „რაც შეეხება რეკომენდაციების შესრულებას, კონფერენციაზე ჩვენ შუალედურ ანგარიშთან დაკავშირებითაც გვქონდა მსჯელობა. თუ ავიღებთ ტემპებს, იქნება ეს საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, ვნახავთ, რომ ერთნაირია, 2-3 რეკომენდაცია ჩაითვალა შესრულებულად, სხვა რეკომენდაციებში არის მნიშვნელოვანი პრინციპული წინსვლა. სხვათაშორის, ეს არასამთავრობო სექტორმაც აღნიშნა, ივნისამდე არსებული მდგომარეობიდან განსხვავებით, ჩვენ ამ შუალედური ანგარიშით შეგვიძლია შევიქმნათ კონკრეტული წარმოდგენა, თუ რა მოლოდინი აქვს ევროკავშირს. ჩვენ კომუნიკაციაში ვართ ევროკავშირთან, რათა ეს მოლოდინი ერთმანეთს დაემთხვეს და არ დავიჩაგროთ უსამართლო გადაწყვეტილებით. ჩვენ როგორც ვიყავით ლიდერი, ასევე ვრჩებით ლიდერი არა მხოლოდ უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით, არამედ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, რომელსაც დეკემბერში მიენიჭა სტატუსი",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



