|
2023-07-21 13:44:54, 1155 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ვიღაცებისთვის ეს საკითხი საქილიკოა, მაგრამ ქვეყანაში დღეს მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს
ქვეყანაში დღეს მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც მისი შენარჩუნება შეუძლია, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. კალაძის თქმით, საქართველოში, რომელმაც არაერთი ომი გამოიარა, მშვიდობის საკითხი საქილიკო არ შეიძლება იყოს. „ქართულ ოცნებას“ ამ ქვეყანაში ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს და ეს უბრალოდ, ისე არ ხდება. ხალხი ძალიან კარგად ხედავს არსებულ გამოწვევებს, რეალობას. ასევე, ძალიან კარგად ხედავს, კონკრეტული პოლიტიკური პარტია ან პოლიტიკოსი საიდან იმართება და რას, ვის ინტერესებს ემსახურებიან ეს ადამიანები. სრულიად გულწრფელად შემიძლია გითხრათ: მიუხედავად ზეწოლისა და შემოტევისა, ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, პარტია, ვინც ამ ქვეყანას ემსახურება, იცავს მისი და მოსახლეობის ინტერესს, ეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოა“. ჩვენ ვართ ის გუნდი, ვისაც რეალურად შეუძლია, ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა. ვიღაცებისთვის ეს საქილიკოა, მაგრამ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც გამოიარა რამდენიმე ომი და გამოსცადა ის უბედურება, რაც მას მოაქვს. ვინ გამოიარა ეს საკუთარ თავზე და ყველაზე მეტად ვინ გამოსცადა? - ჩვეულებრივმა, რიგითმა ადამიანებმა. 2008 წლის ომის დროს გინახავთ რომელიმე პოლიტიკოსი, რომელსაც ერთი ღერი თმა ჩამოვარდნოდა თავიდან? ეს ყველაფერი საკუთარ თავზე, რა თქმა უნდა, გამოსცადა ჩვეულებრივმა მოსახლეობამ და გმირმა ჯარისკაცებმა“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, თუმცა აღნიშნული შედეგის მიღწევა ომითა და დაპირისპირებით არ უნდა მოხდეს. „გვყავს უამრავი გარდაცვლილი ადამიანი და გვაქვს დაკარგული ტერიტორიები. უცხოეთიდან კი რა იყო? - შეშფოთება, აღშფოთება. ეს იყო შედეგი, რაც მივიღეთ. ამიტომ, მშვიდობას დღეს არ აქვს ალტერნატივა. შეიძლება, ვიღაცამ იკითხოს, რას ვფიქრობთ ქვეყნის გაერთიანებასა და დღევანდელ ოკუპირებულ ტერიტორიებზე? ეს ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. კონსტიტუციაში პირველი, რაც გვიწერია, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ეს კი უნდა გავაკეთოთ არა ომითა და დაპირისპირებით, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით, მშვიდობით, გაძლიერებითა და გონიერებით. ეს არის ჩვენი პასუხი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



