|
2023-07-21 13:42:04, 1140 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - დადასტურდა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებული კამპანია შეიცავდა ტყუილს და ქვეყნის გაშავებისკენ იყო მიმართული
დადასტურდა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებული კამპანია შეიცავდა ტყუილს და ქვეყნის გაშავებისკენ იყო მიმართული,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარშემო აგორებული კამპანია „ფარსი და სიბინძურეა“. „ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო რეალობა. პრაქტიკულად დადასტურდა ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ამდენი ხნის განმავლობაში, მთელი ეს კამპანია, რომელიც შეიცავდა ძალიან დიდ ტყუილს, სიბინძურეს, მიმართული იყო საქართველოს, ჩვენი ხელისუფლების, ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ზოგადად ქვეყნის გაშავებისკენ იყო მიმართული. კიდევ ერთხელ დადასტურდა და გამოიკვეთა, თუ რა სიბინძურე ხდება ამ საქმესთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი შენიღბულია ვითომ ლობისტებით, რაც სამწუხაროა და აღნიშნული დოკუმენტებით ირკვევა, რომ მიღებული რეზოლუციები, გაკეთებული განცხადებები, იყო ფარსი. ამ ყველაფერს ფულის გამო აკეთებდნენ. ამას ჰქვია სამწუხარო პოლიტიკა, რაც ძალიან გულდასაწყვეტია. ცუდია ის, რომ ამაში ჩვენი უცხოელი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ ჩართული", - განაცხადა კალაძემ. კალაძის თქმითვე, მისთვის გაუგებარია აღნიშნულ საკითხში ამერიკის საელჩოს ჩართულობა. „რაც ამ ინფორმაციაში ეწერა, ბევრ კითხვას ბადებს. მე გამიჭირდება იმის ახსნა, რა კავშირშია ამერიკის საელჩო და რატომ უნდა ყოფილიყო ჩართული აღნიშნულ გადაწყვეტილებებსა და იმ სიბინძურეში, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ხდებოდა. ხალხსაც ბევრი კითხვა უჩნდება. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა სწორ ანალიზს გააკეთებს. ალბათ ბევრ ადამიანს ჰქონდა კითხვები, რა ხდებოდა სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. დღეს, ყველაფერი ნათელი გახდა, რომ იმ სიბინძურის უკან, რაც ხდებოდა, დღეში ათჯერ რომ „კვდებოდა" სააკაშვილი, რა ძალები იდგნენ ამის უკან. ბევრჯერ ვთქვი და გავიმეორებ, კეთილი ინებოს ყველამ და ბოდიში მოიხადოს, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირებმა, ევროპარლამენტარებმა, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ საქართველოს კონსტიტუციას, ქართველ ხალხს თავიანთი ოდიოზური განცხადებებით. ისინი ჩვენი მეგობრები არ არიან, არამედ არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მეგობრები და აქვთ მხოლოდ ის ინტერესი, დაამხონ ხელისუფლება",- დასძინა კალაძემ.
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



