|
2023-07-21 13:22:46, 1113 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ვაშაძე-ხაბეიშვილზე - ორი „ლუზერის“ გაერთიანებით არაფერი შეიცვლება
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერების გაერთიანება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არაფერს შეცვლის. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციას დღეს ფუნდამენტური პრობლემები აქვს, თუმცა "მათ ამის დანახვა არ უნდათ". „ვფიქრობ ამით არაფერი შეიცვლება. ზოგადად, დღეს ოპოზიციას აქვს ფუნდამენტური პრობლემები. არ ვიცი, ეს ადამიანები ვერ ხედავენ თუ არ უნდათ დაინახონ, რაშია მათი ძირითადი პრობლემები, ან ამის ანალიზს არ აკეთებენ, თუმცა არ მინდა, ამ სიღრმეებში შევიდე. ორი „ლუზერის“ გაერთიანებით ცხადია, ვერაფერი და არაფერი შეიცვლება. მათი გადასაწყვეტია, ვინ ვისთან გაერთიანდება და რა ფორმულით წარდგება არჩევნებზე. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანისთვის, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნის მოქალაქეების ხვალინდელი დღე, იმ რეფორმების გაგრძელება, რომელიც წამოწყებული აქვს „ქართულ ოცნებას“, იმ პროექტების დასრულება, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში, სოფელსა თუ ქალაქში მიმდინარეობს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ერთადერთი ძალა, რომელიც დღეს ქვეყნის ინტერესებით მოქმედებს, „ქართული ოცნებაა“. „ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში დღეს ერთადერთი ძალა არის „ქართული ოცნება“, რომელსაც რეალურად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ შეინარჩუნოს მშვიდობა, მიუხედავად ზეწოლისა, მიუხედავად მოწოდებებისა - სანქციების მიერთება იქნება ეს თუ მეორე ფრონტის გახსნა. ერთადერთი ძალა, რომელიც მოქმედებს და იცავს ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, ეს არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს საფრთხეები იმ რთულ ვითარებაში, იმ რთულ გარემოში, რომელშიც გვიწევს ცხოვრება, იგივე მეორე ფრონტთან და სანქციებთან დაკავშირებით, ამიტომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს არსებულ გამოწვევებს, რეალობას. საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის მშვიდობის ფასი და ყოველთვის მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, გუშინ, 20 ივლისს "ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებმა ახალი პოლტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ გამოაცხადეს.
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



