18:22 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-15 14:31:11, 1227 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი საკუთარ რეპუტაციას ბოლომდე არ გაინადგურებს

იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი ბოლომდე არ გაინადგურებს საკუთარ რეპუტაციას,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისა და სამკურნალოდ გადაყვანის საკითხზე უკრაინის უმაღლესი რადას მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების სახელზე მიღებულ დადგენილების პროექტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, პრეზიდენტი "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებით წავიდა იმ ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ, რომელმაც მას 2018 წელს მხარი დაუჭირა.

„ისედაც იცით, რომ საზოგადოებაში არის არცთუ სახარბიელო დამოკიდებულება სალომე ზურაბიშვილის მიმართ. რეალურად, სალომე ზურაბიშვილი გვარამიას შეწყალებით წავიდა პირდაპირ იმ ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ, რომელმაც მას მხარი დაუჭირა 2018 წელს. იმედია, კიდევ უფრო მეტად არ გააღრმავებს ნაპრალს, რომელიც არის მასსა და საზოგადოებას შორის. იმედი მაქვს, ამ ნაბიჯს (მიხეილ სააკაშვილის შეწყალება) არ გადადგამს",- ამბობს კობახიძე.

შეგახსენებთ, გუშინ, 14 ივლისს უკრაინის უმაღლესმა რადამ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით შეწყალებისა და სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ დარეგისტრირებულ მიმართვის პროექტს, კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა. 

უმაღლესი რადა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილის მძიმე ფიზიკური მდგომარეობის გამო, „ჰუმანიტარული აქტის განხორციელების და შეწყალების“ მოთხოვნით მიმართავს.

რადა ასევე მოუწოდებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შეწყალების აუცილებლობის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილებები და რეზოლუციები მიიღონ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics