|
2023-07-14 14:31:42, 1016 ნახვა
პოლიტიკა
ცისკარიშვილი - საერთაშორისო წნეხი იზრდება - მთელი ცივილიზებული სამყარო მოითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას
საერთაშორისო წნეხი იზრდება, ამ წნეხის ზრდის პროცესის ავანგარდში ლოგიკურად გასაგებია, რომ არის უკრაინის სახელმწიფო, თვითონ პრეზიდენტი ზელენსკი,- ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით შეწყალებისა და სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ უკრაინის რადაში მიმართვის პროექტის დარეგისტრირებას. როგორც ცისკარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ექსპრეზიდენტის გათავისუფლებას "მთელი ცივილიზებული სამყარო" ითხოვს. “საერთაშორისო წნეხი იზრდება, ამ წნეხის ზრდის პროცესის ავანგარდში ლოგიკურად გასაგებია, რომ არის უკრაინის სახელმწიფო, თვითონ პრეზიდენტი ზელენსკი, უკრაინის პარლამენტი - რადა, ყველა ინსტიტუცია უკრაინაში, რომელიც თავის მოქალაქეს, ერთ-ერთ მთავარ ლიდერს, რეფორმატორს არ ტოვებს გაჭირვებაში მაშინ, როდესაც მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა მართლა ბეწვზე კიდია. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ უკრაინის მხრიდან დიპლომატიური და პოლიტიკური წნეხის ზრდა, ეს არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდანაც, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურება მიშა სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, როგორც პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების აუცილებლობის მოთხოვნით. პოლიტიკური პატიმარი, რომელიც დაატყვევეს აგერ უკვე ორი წელი ხდება და ამის შედეგად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდა და მისი სიცოცხლე დადგა საფრთხის ქვეშ. მთელი ცივილიზებული სამყარო მოითხოვს მიშა სააკაშვილის გათავისუფლებას, ხოლო ივანიშვილის რეჟიმი, პუტინი და ბოროტების იმპერიასთან დაკავშირებული და ასოცირებული პუტინის მარიონეტები, ცხადია, არიან ისტორიის მეორე მხარეს და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტხანს იყოს მიშა სააკაშვილი საპყრობილეში, რადგან მისი ეშინიათ, როგორც ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პოლიტიკური ფიგურის გამოშვების“,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა. ცნობისთვის, უკრაინის რადაში დარეგისტრირდა მიმართვის პროექტი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით შეწყალებისა და სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ. მანამდე, 44-მა ევროპარლამენტარმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს წერილით მიმართა, სადაც ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში გადაყვანას.
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



