|
2023-07-05 14:02:21, 798 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ზელენსკიმ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სტრასბურგის გადაწყვეტილება, ეს საზიანოა თავად უკრაინისთვის
პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის განცხადებაში, ფაქტობრივად, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს უპირველეს ყოვლისა საზიანოა თავად უკრაინისთვის,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, უკრაინას დღეს ყველაზე ნაკლებად სჭირდება, რომ ეჭვქვეშ დააყენოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ზოგადად, სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების გადაწყვეტილებები. "ფაქტია, რომ რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას არანაირი საფუძველი არ აქვს, პირიქით, სულ ცოტა ხნის წინ სტრასბურგის სასამართლომ, სასამართლო აქტის დონეზე, ყველაზე ავტორიტარულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ ეს იყო წელიწად-ნახევრიანი დეზინფორმაციული კამპანია, თითქოს სააკაშვილის მიმართ არის არასათანადო მოპყრობა, წამება, არასაკმარისი სამედიცინო სერვისის მიწოდება. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის განცხადებაში ფაქტობრივად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს უპირველეს ყოვლისა საზიანოა თავად უკრაინისთვის. უკრაინას დღეს რაც ყველაზე ნაკლებად სჭირდება არის ის, რომ ეჭვქვეშ დააყენოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ზოგადად, სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების გადაწყვეტილებები, ვინაიდან უკრაინას გარდა სამხედრო ომისა, მოსაგები აქვს სამართლებრივი ომი და ბრძოლა რუსეთთან და თუ კი ის თავად და მისი პრეზიდენტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ეს რა თქმა უნდა, არ მიეშველება უკრაინას ამ ბრძოლაში. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, ეს გადაწყვეტილება თავად უკრაინისთვისვე არის საზიანო ამ განზომილებით",- განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, 3 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის დიპლომატიურ უწყებას დაავალა, გამოიძახოს საქართველოს ელჩი და მოსთხოვოს მას, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კიევისთვის გადაცემის საკითხზე თბილისთან კონსულტაციების გამართვის მიზნით, ქვეყანა 48 საათის განმავლობაში დატოვოს. აღნიშნულის შემდეგ, გუშინ, 4 ივლისს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარეიშვილი დიპლომატიურ უწყებაში დაიბარეს და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარების გამო მკაცრი პროტესტი გამოხატეს. განცხადების თანახმად, უკრაინის დიპლომატიურმა უწყებამ ზაქარეიშვილს შესთავაზა თბილისში დაბრუნება კონსულტაციების გასავლელად და შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად. გუშინ, უკრაინის რადას დეპუტატმა, ოლექსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით არაფერი შეიცვლება, მაშინ საქართველოს ელჩს უკრაინაში დაბრუნების უფლება აღარ მიეცემა.
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



