17:42 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-04 18:12:02, 734 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - მიხეილ სააკაშილი თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფებოდა იმ მიზნით, რომ სასჯელისგან გათავისუფლებულიყო

თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ  მიხეილ სააკაშვილი ცდილობდა, მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, თითქოს საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვეოდა.

„სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული აქვს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტულ დანაშაულებზე აქვს მისჯილი პატიმრობა. როგორც იცით, მან გაასაჩივრა და საკითხი სტრასბურგში წარადგინა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, სტრასბურგმა რა მოიწერა ესეც კარგად ვიცით. შესაბამისად, ყველა კითხვაზე არსებობს პასუხი. ის, რასაც სააკაშვილი ცდილობდა, საქართველოს წინააღმდეგ პიარ კამპანია იყო. ეს იყო მცდელობა, მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, თითქოს საქართველოში ადამიანის უფლებები, პატიმრის უფლებები ირღვეოდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, სასჯელის თავიდან არიდების მიზნით, მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფებოდა.

„ეს ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფებოდა. ესეც პიარ სტრატეგიის ნაწილი იყო. რეალურად არაფერი ხდება. მთავარია ამ ადამიანმა მიიღოს შესაბამისი კალორიები. მიხეილ სააკაშვილი სასჯელს კლინიკაში იხდის, რადგან წამოწყებული იყო კამპანია მისი ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ. ეს ადამიანი ამ ხნის განმავლობაში თვითდაზიანების რეჟიმში იყო იმ მიზნით, რომ ის სასჯელისგან გათავისუფლებულიყო. გამოდიოდნენ კონკრეტული ექიმები, პოლიტიკოსები და ამბობდნენ, თითქოს ის ხელისუფლებამ მოწამლა. გამოვიდნენ ახლა და საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ სიცრუისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics