|
2023-01-12 14:28:33, 1603 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებად სოციალური პროგრამები რჩება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროგრამებით სრულად დაფინანსდება ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობა, გაიზარდა ძვლის ტვინის და გულის ტრანსპლანტაციის დაფინანსება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილ პროგრამებზე. 2023 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი თითქმის 4 მილიონი ლარით გაიზარდა და 33 235 000 ლარს შეადგენს. ,,განსაკუთრებით, მინდა აღვნიშნო სიახლეები, რომლებიც წელს დაინერგა ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. უკვე ამოქმედდა პროგრამა, რომლის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების მშობელი და ორსული მიიღებს ერთჯერადად მატერიალურ დახმარებას. არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე დაინერგა როგორც თვალის ბადურას მძიმე დაავადებების შემთხვევაში, ასევე ალკოჰოლდამოკიდებული, ნარკოდამოკიდებული პირების მიმართ. მიმდინარე წელს გაიზარდა გულის ტრანსპლანტაციის დაფინანსება. 2022 წლის პირველი ნოემბრიდან სრულად ფინანსდება ონკოდაავადებების მკურნალობა. მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებად სოციალური პროგრამები რჩება" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. გრძელდება უკვე არსებული პროგრამების განხორციელება და ამოქმედდა რიგი ახალი პროგრამები. მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მშობელთა და ორსულთა ერთჯერადი მატერიალური დახმარება 2000 ლარის ოდენობით, თვალის ბადურას მძიმე დაავადებების მქონე მოქალაქეების მკურნალობის დაფინანსება, ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურების დაფინანსება. გაიზარდა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის და გულის ტრანსპლანტაციის დაფინანსება. სრულად ფინანსდება ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობა. 2023 წლიდან გაიზარდა სიმსივნური მედიკამენტების ნუსხა და წლიური ლიმიტი, ასევე, თითოეულ მომართვაზე დასაფინანსებელი თანხის ოდენობა და კომპიუტერული ტომოგრაფიული (PET/CT) კვლევის დაფინანსება. დაფინანსება იზრდება როგორც ძვირადღირებული მედიკამენტოზური მკურნალობის, ასევე ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში. სოციალური პროგრამების ფარგლებში, გაიზარდა როგორც ბიუჯეტი, ასევე ბენეფიციართა რაოდენობა. ამოქმედდა რიგი ახალი პროგრამები საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით.
კობახიძე 3 წლის შემდეგ აღიარებს, რომ სამართალდამცავები დემონსტრანტებზე ძალადობდნენ
პოლიციამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ტრამპი იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 11 მაისის შემდეგ გაგრძელდება
9 მაისი ევროპის დღეა - ექსპო-ჯორჯიაში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნა გამოფენებებს აწყობს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)